workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუსტავო პოიეტი: კუნდე ბარსას სტილისათვის იდეალურია

გუსტავო პოიეტი: კუნდე ბარსას სტილისათვის იდეალურია

გუსტავო პოიეტი, რომელიც ჟიულ კუნდეს “ბორდოში” წვრთნიდა, Sport-თან ინტერვიუში ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს.

“არის თუ არა კუნდე “ბარსელონაში” სათამაშოდ მზად? დიახ, ეჭვგარეშეა. “სევილიაში” მან დიდებული დონე აჩვენა და დაამტკიცა, რომ კონკურენციის გაწევა შეუძლია. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგი საუკეთესო ასაკში იმყოფება.

ჟიულს ყოველთვის ვენდობოდი, მასში უდიდესი პოტენციალი დავინახე. კუნდემ ეს სრულებით დაიმსახურა, რადგან იგი ყოველთვის განვითარებისთვის იბრძვის და გიმტკიცებს, რომ თამაშს იმსახურებს.

“ბარსას” სტილს ის საუცხოოდ მოერგება. ჩავის ისეთი ცენტრალური მცველი უნდოდა, რომელიც ბურთთან ერთად გამბედავად თამაშობს. კატალონიელებმა სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელეს, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბეს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩავი ბალანსს იპოვის, კუნდეს პრობლემები საერთოდ არ შეექმნება.

არაუხოსა და კუნდეს წყვილი? ისინი “ბლაუგრანასათვის” იდეალურ დაცვას შექმნიან. არაუხო საკმაოდ აგრესიული ფეხბურთელია და მას “ბარსაში” გამოცდილება უკვე აქვს. ჟიულს შეუძლია, მისგან და პიკესაგან ისწავლოს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2022, 16:37
    #1

    კარგი რო იყო სწორედ იმიტომ დაადგა ჩავიმ თვალი და მოიყვანა კიდეც, ასე რომ ახლა ფრთებზე ვიფიქროთ ცენტრში წესით მოულოდნელობებს აღარ უნდა ველოდოთ.