workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირალემ პიანიჩი: დროა, ძველი პიანიჩი იხილოთ

მირალემ პიანიჩი: დროა, ძველი პიანიჩი იხილოთ

“ბარსელონას” გამოცდილი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ ახალი სეზონისთვის მზადაა.

ჩავისთან ერთად კარგი სეზონი გველოდება. დროა, ძველი პიანიჩი იხილოთ.

“ბარსასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. ჩავის ხელში აქამდე არასდროს მითამაშია. ვიმედოვნებ, ახალი სეზონი ჩემთვისა და კლუბისთვის ძალიან კარგი იქნება. 

ჩავი ჩემი კუმირია. ის ყოველთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

ლევანდოვსკი გოლეადორია. მის გარდა, შეტევაში კიდევ ბევრი ფეხბურთელი გვყავს.

გუნდს ბოლო 2 სეზონი რთული გამოუვიდა. გვინდა, ყველაფერი მომავალ სეზონში გამოვასწოროთ. ამ დროის განმავლობაში მეც პრობლემები მქონდა – კორონავირუსი, ტრავმები… მჯერა, რომ ძველ ფორმას დავიბრუნებ.

შვებულების დროს პერსონალურ მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობდი. კონკურენცია დიდია, ამიტომ, საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო.

– განაცხადა ბოსნიელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2022, 15:35
    #11

    გადაიყენა ამან ვინდოუსი? თურქეთში ვერ ივარგა და ეხლა რისი იმედი აქვს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ივლ 2022, 00:48
    #10

    ციტატა: Agnostos
    რატო არ ათამაშა ეს ორი თამაში.. განაცხადში იყო მგონი.. მე ძაან მაიბტერესებს როგოორ ითამაშებს


    შვილი შეეძინა და წავიდა ამერიკიდან, ახლა კი დაბრუნდა და წესით ითამაშებს

  • datio
    schedule 26 ივლ 2022, 00:16
    #9

    ეს თუ ფორმაში ჩადგა, სერიოზული აქტივი იქნება.
    სკამიდან თუ ძირითადში

  • Agnostos
    schedule 26 ივლ 2022, 00:12
    #8

    რატო არ ათამაშა ეს ორი თამაში.. განაცხადში იყო მგონი.. მე ძაან მაიბტერესებს როგოორ ითამაშებს

  • Davita
    schedule 26 ივლ 2022, 00:02
    #7

    ეს თუ მოიხოდა მერე მაგარი ცენტრი გვეყოლება

  • DesmondHume
    schedule 26 ივლ 2022, 00:01
    #6

    ნახევარდაცვაში ისეთი კონკურენციაა ყველას მაქსიმუმის გაღება მოუწევს, განსაკუთრებით ამას, და ვნახოთ როგორ გამოიჩენს თავს

  • Kaka
    schedule 25 ივლ 2022, 23:46
    #5

    რომერომ დაწერა მორჩა ბარსას ფეხბურთელიაო დაველოდოთ აბა….

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 25 ივლ 2022, 23:41
    #4

    ეს რჩება და ეგაა არვიცი ამდენ ნახევარმცველში ვინ როგორ უნდა ითამაშოს 😂 იმედია გავის არ შეუმცირებენ სათამაშო დროს

  • .Gladiator.
    schedule 25 ივლ 2022, 23:41
    #3

    შენ მაინც შეგვეშვი თუ ძმა ხარ 😃

  • SHOTADEPAY9
    schedule 25 ივლ 2022, 23:39
    #2

    უცბად არ დაბრდღვნა მირალემ 😁😁😁

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 ივლ 2022, 23:31
    #1

    აბა ვნახოთ, ძველ პიანიჩს თუ ვიხოლავთ მაგას რა ჯობია, ბოლო ბოლო სტანდარტულების შემსრულებელი გვეყოლება და თან უმაღლესი დონის, ძაან კლასნი იყო და როგორ გაფუჭდა ბარსაში, კუმანმა დაამჟავა სკამზე