სუპერკომპიუტერად წოდებულმა FiveThirtyEight-მა 2022/23 წლების სეზონის პროგნოზები გამოაქვეყნა.
ჩვენი ინტერესის სფერო, რა თქმა უნდა, ლა ლიგაა. სუპერკომპიუტერი ამ სეზონში საუკეთესო ესპანურ გუნდად “რეალს” მიიჩნევს, რაც გასაკვირი არაა, რადგან მადრიდელები მოქმედი ჩემპიონები არიან. FiveThirtyEight-ს აზრით “რეალს” ლა ლიგის მოგების 39%-იანი შანსი აქვს, “ბარსელონას” კი 25%-იანი.
ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში პროგნოზში ასეთი მცირე სხვაობა სხვაგან არსადაა. ინგლისშიც კი “მანჩესტერ სიტის” პრემიერ ლიგის მოგების შანსი 16%-ით მეტი აქვს, ვიდრე “ლივერპულს” (46%-30%). ეს ნიშნავს, რომ სუპერკომპიუტერის აზრითაც კი “ბარსელონა” ლა ლიგის მოგების რეალური კანდიდატია.
FiveThirtyEight-ს პროგნოზით “რეალი” ჩემპიონატს 78 ქულით დაასრულებს, ბურთების შეფარდება კი მასპინძლებს +42 ექნებათ. “ბარსას” შედეგი 74 ქულა და ბურთების შეფარდება +34 იქნება. შემდეგ მოდის “ატლეტიკო” 67 ქულით.
ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ გალიდერების ყველაზე დიდი შანსი კი “ბარსას” აქვს. კატალონიელები “რაიოს” მასპინძლობენ და მათ მოგების 73%-იანი შანსი აქვთ. “რეალი” კი “ალმერიას” სტუმრად ეთამაშება და მადრიდული გუნდის მოგების შანსი 66% არის.
რაც შეეხება “კლასიკოებს” – მადრიდში გასამართ დაპირისპირებაში “რეალის” მოგების შანსი 48% არის, ხოლო “ბარსელონასი” – 28%. კატალონიაში კი “ბარსას” მოგება 42%-ით სავარაუდოა, “რეალისა” კი 34%-ით.
ეს პროგნოზები SPI რეიტინგით ითვლება. ყველა გუნდს თავისი რეიტინგი აქვს და თითოეულ მატჩში ამ რეიტინგების გათვალისწინებით შედეგის სიმულირება ხდება, საბოლოოდ კი ჩემპიონატის პროგნოზს ვიღებთ. ამჟამად არსებობს წინასასეზონო რეიტინგები, რომლებიც 2 კომპონენტისგან შედგება – გასული სეზონის ბოლოს არსებული SPI რეიტინგი და ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებისგან შედგენილი SPI რეიტინგი. გასაკვირი არაა, რომ წინა სეზონის გათვალისწინებით “რეალი” “ბარსელონაზე” წინაა. დღეს ამ გუნდების რეიტინგი ასე გამოიყურება – “რეალი” 86.2, “ბარსა” 84.4.
ჯართში ჩავაბარებიებთ მომავალი სეზონის ბოლოს 😉
ეგ სუპერ კომპიუტერი ურიკინებს? მან არ იცის, რომ ჩავია სათავეში? გუნდზე და ახალ წვეულებზე აღარაფერს ვიძახი
ეგ არაფერი,როცა ფავორიტად ჩაგვთვალეს ლიგაზე მაშინ რავქენით ?? ჯობს არვიყოთ ფავორიტები და წნეხიც ნაკლები იქნება ფეხბურთელებზე.ახლა მთავარი საზრუნავი რაც გუნდს აქვს მინიმუმ 5 ფეხბურთელი უნდა გაუშვას და იმედია წავლენ.
ბრეიტა, პუჩი, უმტიტი, მინგესა, ნეტო.ასევე კოლიადოც და ეზაბდეც და ჩავთვალოთ რომ გუნდი გამოთავისუფლდება უსარგებლო ფეხბურთელებისგან.
ანუ ბარსელონას და რეალს ჯამში 64% აქვთ ლა ლიგის მოგების შანსი და დანარჩენს 36? რეალურად სასწაული უნდა მოხდეს რომ ლა ლიგა რომელიმე სხვა გუნდს დარჩეს რაის 36% მაქსიმუმ 5 ან 10.
კაკულია უფრო ხშირად არტყამს რაღაცეებს ვიდრე ეს სუპერ ლეობა.. რამდენიც ამან საჩვენო პროგზი დადო, იმ სეზონში იმდენი გაგვათახსირეს..
უნივერსიტეტში კომპიუტერების ლექტორმა მითხრა კომპიუტერი არის ყველაზე დებილი მოწყობილობაო 😀
ეს ის განთქმული სუპერკომპიუტერია ვერცერთხელ რო ვერ მოარტყა? ესე იგი იმედია წელსაც მიჰქარავს და ჩემპიონებიც ჩვენ გავხდებით.
ამ კომპიუტერს ჩვენი მტერი ენდო
წინასწარ რატო იქმნით ილუზიებს ? გუნდს შეთამაშება ჭირდება, ყველა ტრანსფერი ან გაამართლებს არა, სავსებით ლოგიკურია ესპანეთია თასი მოვიგოთ წელს… ყველა პოზიციაზე ორი ძლიერი ფეხბურთელი რეალსაც ყოლია ბევრჯერ მაგრამ უტიტულოდ დარჩენილან
გადააგდეთ ეგ კომპიუტერი
ხოხ ეს კომპიუტერი აშკარად ვინდოუსის გადაყენებას საჭიროებს,ისე სათაურში რეალიო და სტატიაში აშკარა ფავორიტი ბარსააო 😃😃
სუპერ კომპიუტერი კიარა უვარგისი ჯართია, ამას რომ დაუჯერო წინა ლა ლიგა ჩვენ მოვიგეთ😂
აბა მოგვიგია ლა ლიგა 😂😂😂