“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “იუვენტუსთან” ხვალ გასამართი დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
კლუბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდის გაძლიერება გაგრძელდეს. დღეისთვის ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვარჯიშობს გუნდი და როგორ გამოიყურება მოედანზე.
რაფა მარკესი
რაფა მარკესი ფეხბურთის ლეგენდაა. პატივია, რომ ჩვენს სარეზერვო გუნდს ის წვრთნის. ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ და ვიცი, რომ მას შესანიშნავი მომავალი აქვს.
პაბლო ტორე
პაბლო ახლა პირველ გუნდთან ერთად იმყოფება. მან ყველა გაგვაოცა. მისი ნიჭი ეჭვგარეშეა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ სეზონში პირველი გუნდის უცვლელი წევრი იქნება. მას მომატება კიდევ შეუძლია.
“ბარსელონას” დნმ
ფეხბურთელებს ჩვენთან მოსვლა სურთ, რადგან მიმზიდველი პროექტი გვაქვს. ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ ეს “ბარსაა”. ჩემი ოცნებაა, “ბარსელონასთან” ერთად ტიტულები მოვიგო.
ლიონელ მესი
ამ მომენტისთვის მესის დამატება შეუძლებელია. მას პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს. ამ საკითხზე საუბრის დრო არაა.
მასწავლებლები
მე კრუიფისა და გვარდიოლას მოსწავლე ვარ. შევეცდები, “ბარსა” ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ვაქციო. ამას არა ჩემი ეგოს, არამედ კლუბისთვის ვამბობ.
მომავალი
მხოლოდ ის მინდა, რომ “ბარსელონამ” მოგებები დაიწყოს და ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდეს. გასულ წელს, ჩემი მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებდით. კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, შემდეგ კი ისევ ჩავარდნა დაიწყო. წელს კი ვალდებულნი ვართ, უფრო სტაბილურები ვიყოთ.
შემადგენლობის როტაცია
ლევანდოვსკი ვარსკვლავი და უმაღლესი დონის პროფესიონალია. მისი გუნდში ყოლით ძალიან ბედნიერი ვარ. შეტევის ხაზში ბევრი ფეხბურთელის ყოლა პრობლემას არ ქმნის. უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ ფეხბურთში, 5 ცვლილების პერიოდში, ფიქსირებული სასტარტო თერთმეტეული აღარ არსებობს.
გულწრფელობა
იმ ფეხბურთელებს, რომელთა შეძენაც გვსურს, უბრალოდ სიმართლეს ვეუბნები. მათ ვუხსნი, თუ რა მშვენიერი ქალაქი გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანნი იქნებიან ისინი ჩემთვის, როგორ ვთამაშობთ და ა.შ. ასეთი ვარ, მიყვარს, როდესაც ყველაფერში ვარ ჩართული.
სრულად დახარჯვა
როდესაც რამეს ვაკეთებ, ჩემი შესაძლებლობების 100% ვდებ. სხვა შემთხვევაში, უნდა მოვკიდო კი ხელი საერთოდ რამეს? უბრალოდ სახლში დავრჩებოდი.
ამაღამ კაი მოგება გვინდა, რო გუნდმა საბოლოოდ ირწმუნოს თავისი ძალები. ლა ლიგის დაწყებას ამაღლებული განწყობით უნდა შეხვდეს გუნდი.
წარმატებები მაესტრო წარმატებები ! ღმერთი შენსკენ …….იმედია ტორეს სათამაშო დროს მისცემ ვნახოთ რას შეძლებს
მაესტრო შევა ისტორიაში როგორც დიადი მწვრთნელი
კუნდეს რომ მოვიყვანთ პრობლემატური მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა მცველის პოზიციები დარჩება და იმედია მეორე წელს დიდ ფულს გამოყოფენ საამისოდ
კარგი კაცი ხარ ჩავი შენ. იმედია კარგად გაუძღვები გუნდს, თორემ იმოდენა ფსონს ჩამოვიდა ლაპორტა?! კატანის პირზე სირბილი უნდა ისწავლო ძამიკო. წარმატებები.
ჩავიც ძაან მოტივირებულია და ეტყობა რომ კარგი გეგმები აქვს, წარმატებები მაესტრო❤