წარმოუდგენელი ზაფხული მარკ კასადოსთვის

წარმოუდგენელი ზაფხული მარკ კასადოსთვის

მიმდინარე პრესეზონზე “ბარსელონაში” ერთ-ერთი ახალი სახე მარკ კასადოა, რომელიც წარმოუდგენელ ზაფხულს ატარებს.

მას დებიუტი ჯერ “ბარსა ატლეტიკშიც” კი არ ჰქონია, მაგრამ უკვე პირველ გუნდთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მან კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელს, თავისი კუმირი, ჩავი ერნანდესი ენდობა და კასადოს სურს, ეს ნდობა უკან დაუბრუნოს. “ბარსა” მას ძალიან აფასებს. მარკი დაცვითი ტიპის ნახევარმცველია.

წყაროს ცნობით, კასადოს შეძენით “ბრაიტონი”, “საუთჰემპტონი” და “ვესტ ჰემი” ინტერესდებოდნენ, მაგრამ მან “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა. როგორც კი მარკმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა, ჩავიმ იგი პირველ გუნდში ავარჯიშა. მიიჩნევა, რომ კასადოს უდიდესი ტალანტი და ცოდნა აქვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • Albicelecte
    22 ივლ 2022, 16:14

    ანუ 4-5 სეზონში ეს, ნიკო, გავი პედრი და ტორე იქნებიან შუა ხაზზე? + უკვე ვეტერნობსკენ წასული კესი… ანუ ახალი სეიდუ კეიტა (უბრალოდ უფრო მრავალმხრივი და გაუმჯობესებული ვერსია); თუკი დაცვის ხაზზეც იგივეს იზამენ, მთლად უკეთესიო

  • MARI=BARCA-fan
    22 ივლ 2022, 15:35

    ვგიჟდები ლა-მასიაზე, მსოფლიოში საუკეთესოები არიან, სწავლა, აღზრდა, სპორტიც ერთნაირად უმაღლეს დონეზეა დაყენებული. ყველაზე ძალიან ის მაკვირვებს, რომ თითქმის ყოველ წელს ჩნდება 1-2 ტალანტი, მაგრამ ყოველ 7-10 წელში საერთოდ მთელი თაობაა ტალანტი და მოდის პირველ გუნდში, ასე მგონია "ვიღაც" ზევიდან დაჰყურებს ბარსას და ზუსტად გამოთვლილ კრიტიკულ პერიოდში ერთი ხელის აწევით ავსებს შემადგენლობას, ისე, როგორც 2006-10 წლები იყო, როცა მოედანზე 11 ლა-მასიელი დარბოდა!!! რამდენი ტიტულიც ამ პერიოდს მოჰყვა ყველამ ვიცით!
    ჰოდაააა…:::
    ისევ ივსება ნელნელა გუნდი მომავალი ლეგენდებით, ცოტა ვაცადოთ მათ და მალე ხშირად ვიხილავთ კაპიტან არაუხოს თავს ზემოთ აწეული თასებით ხელში!!!
    წარმატებები ყველას – მთელ გუნდს პრეზიდენტიან-დამლაგებლებიანად!!!!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • nika 54
    22 ივლ 2022, 14:57

    ციტატა: Zura Gviniashvili
    უცებ რომ შევხედე გავი მეგონა რა მზგავსი იერი და აღნაგობა აქვთ


    ხო ეს თაობა ლა მასიას ერთ ყალიბშია ჩამოსხმული.

  • Zura Gviniashvili
    22 ივლ 2022, 14:41

    უცებ რომ შევხედე გავი მეგონა რა მზგავსი იერი და აღნაგობა აქვთ

  • Bakero
    22 ივლ 2022, 14:05

    ჰოო ძალიან საინტერესოა ამის საქმეში ნახვა ჩავი ტყუილად არ წაიყვანდა ამას ამერიკულ ტურნეში ეგრევე პირველ გუნდთან ერთად

  • MessiAbuTidze4848
    22 ივლ 2022, 13:42

    ნუთუ ბუსკეცის ჩამნაცვლებელს მიაგნო ჩავიმ ამ ბიჭის სახით