workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსკარ ერნანდესი: იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელი უკანასკნელად ვიყავი

ოსკარ ერნანდესი: იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელი უკანასკნელად ვიყავი

“ინტერ მაიამისთან” 6-0 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩავი ერნანდესის ძმა და ასისტენტი, ოსკარ ერნანდესი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში “ბარსელონას” უძღვებოდა, კომენტარს აკეთებს.

დაცვის გაძლიერება გვჭირდება – ეს ერთ-ერთი მიზანია, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის წინ დავისახეთ.

რაფინია? ის შესანიშნავი გარემარბია, საჯარიმოში შედის, შორიდან ურტყამს და ზეწოლაში გვეხმარება. 

კრისტენსენს უკვე ვიცნობთ. ის სწრაფი მცველია, დუელებს იგებს და ბურთთან კარგად მოქმედებს.

ანსუს დაბრუნება ტოპ ტრანსფერს ჰგავს. ის საგრძნობლად უმატებს, განსაკუთებით ფიზიკურ ასპექტში. ფატითი ყველა ბედნიერია.

ლევანდოვსკი? მისი მოსვლით ძალიან დიდი უპირატესობა მივიღეთ. რობერტი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც შეტევაში ბევრს შეგვმატებს.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მთავარი მწვრთნელი ვიყავი და ვიმედოვნებ, ბოლო იქნება. იმედი მაქვს, ჩავი პასპორტის პრობლემას მალე მოაგვარებს.

– განაცხადა ოსკარ ერნანდესმა.

“ინტერ მაიამის” კარში გოლები ობამეიანგმა, რაფინიამ, ფატიმ, გავიმ, დეპაიმ და დემბელემ გაიტანეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 20 ივლ 2022, 16:47

    ეს ეტყობა ცოტა მშიშარაა, მეგონა ძმასთან კვალიფიკაციას აიმაღლებდა და დამოუკიდებლად აიყვანდა ახალ გუნდს, მაგრამ ჯერ არ არის მზად.

  • katalomia
    schedule 20 ივლ 2022, 15:47

    ციტატა: CHEPE
    ფატი მართლა ტოპ ტრანსფერი იქნება თუ ბოლომდე დაბრუნდა და ჯანზე დადგა ისე რომ ტრამვას იქით აშინებდეს… რა ფუფუნებაა როცა ასეთი იგროკი გყავს ვიღაც ჩამოსხმა ვინისიუსმა როგორ უნდა აჯობოს არადა ეს წლები რომ გალია ჩემ ფეხებს ჯობებდა ის სიქიმა..
    იმედია მოიხოდება ბოლომდე და მერე ვსოო დააფრინდეს ნებისმიერი ტიპს იმხელა პესრპექტივააქ თან გოლის გატანის დიდი ალღო და ტექნიკა

    მცირე უპირატესობით, მაგრამ კვარა ჯობია ანსუმანეს. კვარა ოქროს ბურთს უეჭველად მოიგებს. და არაერთხელ!