workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო: როცა ლეოს წასვლის ამბავი გავიგე, მეგონა, ვიღაცამ ბარსას სოციალური მედია გატეხა

სერხიო აგუერო: როცა ლეოს წასვლის ამბავი გავიგე, მეგონა, ვიღაცამ ბარსას სოციალური მედია გატეხა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო აგუერო იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან წასვლის ამბავი გაიგო. 

იბაი ლანიოსთან (ესპანელი სტრიმერი) მატეს ვსვამდი და, მოულოდნელად… მან ტელეფონს დახედა და მითხრა: “რა ჯანდაბა ხდება, ეს მართალია?” შემდეგ კი “ბარსას” ოფიციალური განცხადება მანახა.

როცა ლეოს წასვლაზე გავიგე, მეგონა, ვიღაცამ “ბარსელონას” სოციალური მედია გატეხა. ვთქვი, რომ ეს ხუმრობა იყო.

ამ შემთხვევიდან ერთ კვირაში, ერთ-ერთი კლუბისგან შემოთავაზება მივიღე. ველოდი, რომ “ბლაუგრანა” გამყიდდა, რადგან ეს გუნდი დიდი თანხას იხდიდა და მზად იყო, გამოვესყიდე, მაგრამ, ჩემმა აგენტმა ლაპორტასთან ისაუბრა და ცხადი გახდა, რომ კატალონიაში ჩემზე იმედებს ამყარებდნენ.

ჟოანმა მითხრა, რომ ყველა ცნობა იმის შესახებ, თითქოს ლეოს წასვლის მერე “ბარსელონას” ჩემი გაშვება სურდა, ტყუილი იყო.

დამწუხრებული ვიყავი, რომ კლუბში მესისთან ვერ ვითამაშე, მაგრამ ეს ფეხბურთია.

ფეხბურთელები გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ, საბოლოოდ, ძალაუფლება კლუბს აქვს და გადაწყვეტილების მიღება უწევს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. კლუბი კომპანიაა, რომელშიც ბევრი საქმე გროვდება.

დიდი კონკურენცია “ბარსაში”? ეს კარგი სტრატეგიაა. ფეხბურთში ტრავმები არსებობს. მსგავსი სტილი პეპს აქვს – ერთ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე ჰყავს. მაგალითად, როცა მე ვერ ვთამაშობდი, მას შეეძლო, გაბრიელ ჟეზუსი გამოეყენებინა ან ცრუ ცხრიანად კევინ დე ბრუინი დაეყენებინა.

ლა ლიგაში, კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე საბრძოლველად ჩავის თითოეულ პოზიციაზე დიდი არჩევანი სჭირდება.

ახლა სირბილი და ვარჯიში დავიწყე, რათა ვნახო, “ბარსელონა” თავიდან შემიძენს თუ არა. ჩავის ვეტყვი: “თუ გინდა, ხელმისაწვდომი ვარ.” ალბათ, ის დამთანხმდება და კიდევ ერთ თავდამსხმელს დაიმატებს (იცინის).

რაც ლევანდოვსკიმ “ბაიერნში” გააკეთა, “ბარსელონაშიც” უნდა აჩვენოს. ჩემთვის, გერმანიის ჩემპიონატი ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაზე დაბლა დგას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბუნდესლიგაც ძლიერია.

დემბელეს სათამაშო სტილი ძალიან მომწონს.

იბაი ყოველთვის მეუბნებოდა: “მბაპე, მბაპე, მბაპე… მბაპე “რეალში” გადავა…” ნახეთ “რეალში” გადასული მბაპე? მადრიდისტები მას რამდენი ხანი უნდა დაელოდონ? 3 წელზე მეტი? (იცინის).

როცა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი ამომეწურა, მითხრეს, რომ “ბარსელონასგან” შემოთავაზება მქონდა, და ერთი წამითაც აღარ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ იტალიიდან უკეთესი წინადადება მივიღე.

– განაცხადა არგენტინელმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს კუნი, ტიერი ანრისთან ერთად, ყოფილ თანაგუნდელებს მაიამიში ეწვია და “ბარსელონას” სავარჯიშო ფორმაც მოირგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 19 ივლ 2022, 19:34
    #7

    მთლად არ გაწირა ღმერთმა. ჯერ რეალს გაუბაბანა და მერე მოხდა, რაც მოხდა.

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2022, 14:43
    #6

    ციტატა: პავლოვიჩი56
    კაცი+ მაგარი ფერბურთელი.

    +მარადონას შვილიშვილის მამა.

  • პავლოვიჩი56
    schedule 19 ივლ 2022, 12:32
    #5

    კაცი+ მაგარი ფერბურთელი.

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2022, 01:20
    #4

    როგორ მინდოდა ამას გოლები შეეყარა

  • Moriba
    schedule 19 ივლ 2022, 00:17
    #3

    ციტატა: EL MAESTRO 6
    კუნი მაგარი როჟაა, პროსტა ძაან უიღბლო ტიპია, ჯერ სულ იტრამვებოდა, მერედა ცოლი გაშორდა და დიეგო ამის გინებაში იყო, მერე ვის გამოც ბარააში მოვიდა ის გაექცა ხელიდან, მერე გულის პრობლემები და კარიერაც დაამათავრა, არადა ერთ ერთი უდიდესი ფორვარდია უდავოდ

    ციტატა: Moriba
    🔵 ჩელსი ჟულ კუნდეს თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს – საუბარია €55/60 მილიონზე 💰

    🔹 ბარსელონას შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა კატალონიელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან ✔️

    🔸 ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა იმედია მალე იზამენ რამეს თორე ესეც თუ აგვახიეს დავრჩებით ხახა მშრალი

    ვაი ნეტა ეგ არ აგვახიონ, პაუ ტორესიც კარგი ვარიანტია მაგრამ კუ დე უფრო მრავალმხრივია და ჩავის სქემაშიც ჯდება

    პაუ მე არ მომწონს დიდად არამგონია გაამართლოს ბარსაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 23:24
    #2

    კუნი მაგარი როჟაა, პროსტა ძაან უიღბლო ტიპია, ჯერ სულ იტრამვებოდა, მერედა ცოლი გაშორდა და დიეგო ამის გინებაში იყო, მერე ვის გამოც ბარააში მოვიდა ის გაექცა ხელიდან, მერე გულის პრობლემები და კარიერაც დაამათავრა, არადა ერთ ერთი უდიდესი ფორვარდია უდავოდ

    ციტატა: Moriba
    🔵 ჩელსი ჟულ კუნდეს თაობაზე პირველ შეთავაზებას ამზადებს – საუბარია €55/60 მილიონზე 💰

    🔹 ბარსელონას შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა კატალონიელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან ✔️

    🔸 ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა იმედია მალე იზამენ რამეს თორე ესეც თუ აგვახიეს დავრჩებით ხახა მშრალი

    ვაი ნეტა ეგ არ აგვახიონ, პაუ ტორესიც კარგი ვარიანტია მაგრამ კუ დე უფრო მრავალმხრივია და ჩავის სქემაშიც ჯდება

  • Moriba
    schedule 18 ივლ 2022, 23:03
    #1