“ბარსელონა” გუშინ, პრესეზონის გასაგრძელებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, მაგრამ გუნდს ჩავი ერნანდესი ვერ გაჰყვა.
საქმე ისაა, რომ კატალონიელი სპეციალისტი, “ალ სადში” მუშაობის პერიოდში, რამდენჯერმე ირანში იმყოფებოდა, რის გამოც, აშშ-ში შესასვლელად, სპეციალური ნებართვა სჭირდება.
ივარაუდებოდა, რომ ეს საკითხი მალევე მოგვარდებოდა და “ბარსა” ამერიკაში უმწვრთნელოდ არ ჩავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გუშინდელი ცნობებით, ჩავი პასპორტს ორშაბათს მიიღებდა, თუმცა, Relevo-ს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი აშშ-ში სამშაბათამდე ვერ ჩავა.
ამჟამად გუნდი მაიამიში უმწვრთნელოდ ვარჯიშობს.




თამაშზე კი ჩაასწრებს და ვარჯიშს მოახერხებენ როგორმე.
არა, ინტერ მაიამისთან მატჩი 20-შია, წინა დღეს იქ იქნება ჩავი.
აჰა, მადლობა
არა, ინტერ მაიამისთან მატჩი 20-შია, წინა დღეს იქ იქნება ჩავი.
ანუ პირველ თამაშს უმწვრთნელოდ ჩავატარებთ, ფუ რა მარაზმია🤦♂️
მთავარია ჩავიდეს თამაშის წინ
იდიოტობა.