“ბარსელონას” ახალწვეულის, რაფინია ბელოლის ცოლი, ნატალია როდრიგესი თავისი ქმრის ტრანსფერს ეხმაურება.
დღეს ეს ოფიციალურია! რაფაელ, იგივე რაფინია, შეგხვდი, როგორც მეოცნებე ბიჭს, სურვილებითა და ოცნებებით სავსეს. იმის ნახვა, რისთვისაც ამდენი ხანი ვლოცულობდით, ჩემს გულს სიამაყის გრძნობით ავსებს.
მეომარი ბიჭი, რომელიც ბრძოლას მანამ არ წყვეტს, სანამ არ მოიგებს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს ვნებითა და თავდადებით. საქმის იდეალურად კეთებით არ იღლები და წარმატებული ხდები. შენი კონცენტრაცია გასაოცარია და ეჭვგარეშეა, რომ ეს შრომიდან მოდის.
დღეს შენს საუკეთესო ვერსიას ვხედავ – წარმატებულს იგივე პრინციპებით, როგორიც 10 წლის წინ ვნახე: იგივე ადამიანიბით, ხასიათით, პატიოსნებით, სიყვარულითა და უცოდველი ბავშვის ისეთი ღიმილით, როგორიც აქამდე არასდროს გქონია.
ვამაყობ, რომ შენი ცოლი ვარ. ჩემი ცხოვრების შენთვის გაზიარება ძალიან მარტივია, რადგან ყველაზე კარგი ადამიანი ხარ, ვინც ოდესმე მინახავს.
ბრძოლა და ყოველთვის საუკეთესო მიზნებისკენ სწრაფვა გააგრძელე! დიდი წარმატება შენ, ძვირფასო… მიყვარხარ ❤ Visca Barça ❤💙
– დაწერა როდრიგესმა ინსტაგრამზე.




გასაგებია ამის ბედნიერება, წარმოიდგინეთ ეს რო მესის ცოლი ყოფილიყო რეებს დაწერდა.
cruyff9,
ვისკალ ესპანია ჯობია😀 ამათი კატალანი სეპარატისტი დედებიც😂 კატალანები არიან სეპარატისტები
აი ასეთი ხალხი გვჭირდება,,კრისტენსენის და რაგინიას მსგავსნი!!!ბერნარდოც ასეთია და დიდი მომოვალი აქვს ბარსას ამ ბიჭების ხელში!!!!!!!!!ვისკა ბარსა ვისკა კატალუნია ვისკა რაფინია!!
ქალბატონი ნატო შემთხვევით ქართველის შთამომავალი ხომ არ არის?!.. :::დდდდდ
