workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერის დეტალები ოფიციალურად ცნობილია

ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერის დეტალები ოფიციალურად ცნობილია

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ ახალ სეზონში სამშობლოში, კონკრეტულად კი ლისაბონის “სპორტინგში” ითამაშებს.

“ბარსელონას” მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ “სპორტინგმა” 22 წლის ფეხბურთელი იჯარით აიყვანა გამოსყიდვის უფლებით, თუმცა როგორც ირკვევა, რეალურად საქმე გამოსყიდვის ვალდებულებასთან გვაქვს.

პორტუგალიურმა კლუბმა ტრანსფერის დეტალები გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ ლისაბონელები ერთწლიან იჯარაში 3 მილიონ ევროს გადაიხდიან, 2023 წელს კი მათ მათ ფრანსიშკუს 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ, რომელიც ვალდებულებად გარდაისახება, თუ “სპორტინგი” პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დარჩა. ეს კლუბი პრიმეირა ლიგადან ისტორიაში არასდროს გავარდნილა და შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონელებს ტრინკაუს გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ.

მას შემდეგ, რაც “ბარსა” ტრინკაუს ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს, კატალონიელებს მისი უკან დაბრუნების უფლება ექნებათ. ამისთვის “ბლაუგრანას” 20-დან 25 მილიონამდე გადახდა მოუწევთ, იმის მიხედვით, თუ რომელ წელს მოისურვებენ ფრანსიშკუს შეძენას. გარდა ამისა, ფეხბურთელის სხვა რომელიმე კლუბში გადასვლის შემთხვევაში “ბარსა” მისი სატრანსფერო ფასის 50%-ს მიიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ChuxrELia
    schedule 15 ივლ 2022, 10:53
    #7

    საღოლ ძმაო, ბოლომდე მეგონა რო 50% მომავალი ტრანსფერიდან ტუფტა იქნებოდა. ალემანს მგონი 4 ყვერი აბია 😁

  • me da barca
    schedule 14 ივლ 2022, 22:06
    #6

    ალემანი მაგარია თავის საქმეში.

  • nika 54
    schedule 14 ივლ 2022, 18:08
    #5

    ხოო, ისწავლეს ტრანსფერების ადამიანურად კეთება მგონი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 ივლ 2022, 16:24
    #4

    ძაან ჭკვიანური მოქმედებაა,ყველანაირად მოგებაში ვართ

  • DesmondHume
    schedule 14 ივლ 2022, 15:07
    #3

    ალემანი გენიოსია, რა პირობებით დებს ხელშეკრულებებს..

  • Zura Gviniashvili
    schedule 14 ივლ 2022, 14:41
    #2

    მე ვფიქრობ მომგებიანი ტრანსფერია იმის გათვალისწინებით რომ რამდენი ფული გადავიხადეთ და როგორ გვჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა.. და რატოა მომგებიანი: ეს გუნდი არის სპორტინგი სპორტინგები ბენფიკები და პორტუები სწორედ მაგ პოლიტიკას აწვებიან ყიდულობენ იაფად და მერე ყიდიან ძვირად. შესაბამისად ეს სპორტინგის გუნდში სასტავში იქნება მოუმატებს ბევრად მეტს და ვიღაცას მიყიდიან 30-40 მილიონში გამოდის რომ ამის ნახევარი ჩვენ დაგვრჩება იმ 10 მ სთან ერთად . რავიცი ეხლა თქვენ განსაჯეთ

  • MSN G.O.A.T
    schedule 14 ივლ 2022, 14:15
    #1

    ეხლა გავარდებიან ჩვენბედზე