workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ალბერტო მოლეიროს ტრანსფერზე იმუშავებს, კაიკის გამოსყიდვაზე კი უარი თქვა

ბარსელონა ალბერტო მოლეიროს ტრანსფერზე იმუშავებს, კაიკის გამოსყიდვაზე კი უარი თქვა

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამჟამად “ბარსელონას” ალბერტო მოლეიროს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს, მაგრამ მისი შეძენა არ გამოურიცხავს.

მხარეებს 8-10 მილიონზე შეთანხმება მიღწეული აქვთ, თუმცა, ბონუსებზე ვერ თანხმდებიან. 

18 წლის ესპანელი ფეხბურთელით “მანჩესტერ სიტიც” ინტერესდება, მაგრამ მოლეიროს პრიორიტეტი “ბარსაში” გადმოსვლაა.

ყველა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები მომავალში გაგრძელდება და სჯერათ, რომ ალბერტო ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოიგებს. 

იმ შემთხვევაში, თუ მოლეიროზე შეთანხმება შედგება, იგი იჯარით “ლას პალმასში” დარჩება. 

რაც შეეხება მეორე ახალგაზრდის საკითხს – Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” “სანტოსს” შეატყობინა, რომ 18 წლის კაიკი ფერნანდესის გამოსყიდვას არ აპირებს. შედეგად, ბრაზილიელი მცველი რამდენიმე საათში, 7 მილიონ ევროდ “ალმერიას” ფეხბურთელი გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 14 ივლ 2022, 18:43
    #2

    ალბათ იციან რას აკეთებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ალემანს.

  • shu1987
    schedule 14 ივლ 2022, 11:27
    #1

    არადა არცერთი არაა სასწაული ნიჭის ან ტალანტის მქონე არცერთი არ ღირს ჩალიჩს და ნერვების შლას.