Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” რამდენიმე ბრაზილიელ ტალანტს აკვირდება.
კატალონიური გამოცემა ამ ფეხბურთელების ვინაობას ასახელებს.
რაფინია | მატეუ ალემანი მალე “ლიდსის” ხელმძღვანელობას შეხვდება და ახალგაზრდა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულების 50-დან 40 მილიონ ევრომდე შემცირებას შეეცდება.
დანილო | “ბარსა” 21 წლის საყრდენის სიტუაციას აკვირდება. კლუბში სურთ, დანილომ სერხიო ბუსკეტსისგან ისწავლოს, საბოლოოდ კი მისი შეცვლა შეძლოს. “ბლაუგრანას” ბრაზილიელის შეძენა 25 მილიონზე მეტი არ დაუჯდება.
დოდო | დოდო 23 წლის მარჯვენა მცველია, რომელიც დონეცკის “შახტარში” ასპარეზობს. უკრიანელები მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ.
კაიკი & ანგელო | კაიკი (18 წლის) ცენტრალური მცველია, ანგელო (17 წლის) კი – გარემარბი. “ბარსელონას” მათი გამოსყიდვა მაშინ შეუძლია, როცა მოუნდება, რაც “სანტოსის” პრეზიდენტმაც დაადასტურა. კლუბს კაიკის ტრანსფერი 20 მილიონი დაუჯდება, ანგელოს მოყვანას კი 35 მილიონად მოახერხებს.
ანდრეი სანტოსი | 18 წლის დაცვითი ტიპის ნახევარმცველი ამჟამად “ვასკო და გამაში” თამაშობს. მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება. იანვარში “ბარსამ” ბრაზილიურ კლუბს სანტოსის სანაცვლოდ 1.5 მილიონს + 3.5 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ენდრიკი | “ბარსელონა” 15 წლის ტალანტის გადასაბირებლად ფარულად მუშაობს. ივლისში ის “პალმეირასთან” პირველ პროფესიონალურ ხელშეკრულებას გააფორმებს.
რაიანი | დეკუ “ვასკო და გამას” 15 წლის შემტევს აკვირდება. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ 18 წლის ასაკში რაიან ვიტორი “ბარსა ატლეტიკში” უნდა გადავიდეს, შემდეგ კი პირველ გუნდშიც მალევე მოხვდება.
7 კაცია და ყველაზე ძვირით იწყებენ? ცოტა ტვინი გაანძრიონ და იაფი ვარიანტი აარჩიონ.
ლაპორტამ რო ენდრიკი ვერ გაიფორმოს იმენა პანჩურები უნდა ურტყა! დაკვირვებაში ბადალი არ გვყავს😂😂
მგონ იეს დემბლეზე უარესი იქნება 🙂
ეს ვიღაცას არ ჯეროდა.
რეალში" მონასტერი აირია. სერხიო რამოსი – ფლორენტინო პერესს: გადამიხადე და წავალ.
ამ ინფორმაციას As-ი ავრცელებს: "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ, "რეალის" გასახდელში კონფლიქტი მოხდა.
კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელები არასათანადო თავდადებაში დაადანაშაულა, უთხრა, რომ ძალიან ბევრი დასვენების დღეები აქვთ და სამარცხვინოები უწოდა.
ეს ვერ მოითმინა გუნდისთავმა სერხიო რამოსმა და მოურიდებლად მიაძახა:
"გადამიხადე და წავალ. "რეალისთვის" ყველაფერი გავიღე და პირადად შენთვისაც".
რამოსი დარწმუნებული იყო, რომ ბლანკოსი "აიაქსის" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავდა, ამიტომ პირველი შეხვედრის დასასრულს განზრახ მიიღო გაფრთხილება, რისთვისაც უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ხულიან ალვარესმა 2 გოლი და 2 ასისტი გააკეთა მოკლედ რააა 15 მილიონი ვერ გავიმეტეთ ტიპისთვის და ყვერანში 55 მიათხლიშეს
რუდიგერი:,,ბარსელონას უარი ვუთხარი, რადგან მადრიდში მსურდა"
ანტონიო რუდიგერმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა…
„მადრიდის „რეალი“ დიდი ისტორიის მქონე კლუბია. როგორც კი აქ მოხვედი, მაშინვე გაითავისებ, რომ ყოველთვის გამარჯვებას მოგთხოვენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაციაა ყველა ფეხბურთელისთვის.“
„სულ რამდენიმე თვის წინ „ბლანკოსის“ წინააღმდეგ „ჩელსის“ მოთამაშის რანგში ვიასპარეზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს განსაკუთრებული გუნდია.“
„კონკურენცია საკმაოდ დიდია. მილიტაოსა და ალაბას სახით უდიდესი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და ვიცი, რომ სარგებელს მოვიტან.“
„არაერთ ლიგაში მითამაშია. გერმანიაში ფიზიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, იტალიაში ტაქტიკურ და ტექნიკურ ნაწილს აქცევენ ყურადღებას. პრემიერლიგა? ვაუ, ეს საოცარი ენერგიის მატარებელი ჩემპიონატია, სადაც ვერასდროს გაჩერდები. ახლა ლა ლიგაში გადმოვბარგდი და მჯერა, რომ წარმატებული კარიერა მექნება.“
„არასდროს დამავიწყდება ზინედინ ზიდანის გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც „ლევერკუზენთან“ გაიტანა. ჩემი კუმირი რონალდო ნაზარიო იყო.“
„„ბლანკოსი“ პირველად სექტემბერში დამიკავშირდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, აპრილში კი კარლო ანჩელოტისთან პირდაპირი საუბარი შედგა. იტალიელმა სპეციალისტმა „რეალის“ არჩევაში გადამწყვეტი როლი შეიტანა, მისი გეგმები მოვისმინე და დავრწმუნდი, რომ მადრიდი უნდა ამერჩია.“
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესპანურ ენას დავეუფლო. ინგლისურის პრობლემა არ მაქვს, თუმცა ადგილობრივები ესპანურად საუბრობენ.“
„მიყვარს ბევრი ლაპარაკი, სიცილი, ცეკვა და გართობა, მაგრამ როდესაც საქმე მოედანზე გასვლას ეხება, მაქსიმალურად სერიოზული და შემართული ვხდები.“
„საკუთარ თავს პეპეს ვამსგავსებ, ჩვენ არაერთი თვისება გვაქვს, სადაც საერთოს დანახვა შეიძლება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მადრიდში ბრწყინვალე კარიერა შექმნა.“
„ის, რაც „მერენგებმა“ ჩემპიონთა ლიგის გასულს სეზონში მოახერხეთ, ენით აღუწერელია. ეს იყო პატარა სასწაული, რომელიც ამ გუნდს ქომაგებს შესთავაზა. ფინალში მადრიდულ გრანდს მხურვალედ ვქომაგობდი, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ჩემი კლუბი იყო.“
„ბავშვობაში „რეალზე“ თითქმის ყველა ოცნებობს. მეც მსურდა, რომ ბერნაბეუზე მეასპარეზა, თუმცა ეს ჩემი მთავარი ოცნება არ ყოფილა. ვიცოდი, რომ აქ მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნებოდა, თუ თანმიმდევრულად, მიზანდასახულად და რაც მთავარია შრომისმოყვარეობით ვიმოქმედედი.“
„რატომ ნომერი 22? ამაზე ბევრი არ მიფიქრია. 2 ნომრიანი მაისურის მფლობელი დანი კარვახალია, შესაბამისად მე 22 ავირჩიე.“
„მბაპეს გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით, მე მას არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ფიქრობს მომავალში.“
„„ბარსელონასგან ინტერესი იყო, მაგრამ მე მხოლოდ „ბლანკოსს“ განვიხილავდი, სწორედ ამიტომ კატალონიელებს მაშინვე უარი ვუთხარი.“
„ამხანაგური „ელ კლასიკო“? ამ გუნდების დაპირისპირებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 1 თვეში ქომაგები ლას ვეგასში ბრწყინვალე მატჩს იხილავენ, რომელსაც იმედი მაქვს, „რეალი“ მოიგებს.“
მაგ დოდოს ჩემი მეზობელი დონდლო აჯობებს
ენეიკი თქვე სირებო ენრიკი🤬 დოდო კიდევ უფასოდ შეუძლია წამოიყვანონ შახტარიდან. მთავარია თბითონ ისურვოს და გაწყვიტოს კონტრაქტი. მე გასწავლოთ იბიომაც🤬
ბიჭო ამდენი საყრდენები და მცველები რა ჯანდაბად გვინდა ტო ვინმე კაი სტრაიკერი დაითრიონ
დოდო დაითრიონ