დღეს “ბარსელონა” 2022/23 წლების სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. “ბლაუგრანა” კატალონიურ “ოლოტს” ამხანაგურად დაუპირისპირდება.
“ბარსას” მხრიდან დღეს მოედანზე მხოლოდ იმ მოთამაშეებს ვიხილავთ, რომლებიც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ვარჯიშობენ. შესაბამისად არ ითამაშებს გუნდის არაერთი ლიდერი, რომელიც ვარჯიშს გუშინწინ დაუბრუნდა.
Sport “ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს. საინტერესოა ახალწვეული ფრანკ კესიეს სასტარტოში ხილვის მოლოდინი. ასევე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ძირითადში ველით ანსუ ფატისაც.
“ოლოტთან” გასამართი თამაშის სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი; დესტი, ჩადი, მიკა მარმოლი, ბალდე; ნიკო, პედრი, კესიე; ეზალზული, ფატი, ობამეიანგი.
თამაში 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის უფასოდ ხილვა კი “ბარსას” ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.
ტერ შტეგენი
დესტი-ჩადი-მარმიოლი-ბალდე
კესი-ნიკო-პედრი
აკომაჩი-ობამეიანგი-აბდე
ტორეს თამაში მაინტერესებს ძაან მარა სამწუხაროდ ვერ ვუყურებ რაღა ეხლა დამემთხვა თორზე რო მივდივარ
წესით ეს არის თამაში სადაც ჩავი ყველას გამოცდის
ყველაზე მეტად პაბლო ტორე მაინტერესებს
ამ ახალგაზრდების თამაში და კესის თამშიც მაინტერესებს, პროსტა მაქსიმუმ თვალი შევავლო ცოტა ხნით ისეთ თამაშს ემთხვევა