“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ალბანელი თავდამსხმელი რეი მანაი “უოტფორდში” გადავიდა. კატალონიურმა კლუბმა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
25 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში უფასოდ გადავიდა. “ბარსელონამ” მისი უპირატესი შესყიდვის უფლება და მომდევნო ტრანსფერიდან 50% დაიტოვა.
მანაი “ბარსელონაში” 2020 წლის იანვარში “ალბასეტედან” 2 მილიონ ევროდ გადმოვიდა. “ბარსა ატლეტიკის” მაისურით 41 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გასული სეზონი ალბანელმა იტალიურ “სპეციაში” ჩაატარა, რომლის მაისურითაც მონაწილეობა 30 შეხვედრაში მიიღო და თავი 5 გოლით გამოიჩინა.
რავი მე ამას ვერაფერი შევატყვე ნიჭიერების ხოდა არაუშავს თუ წავიდა,გასაწმენდია გუნდი
რა ვუყოთ, გასაწმენდია გუნდი.