დღეს ევროპულ საფეხბურთო მინდვრებზე სანაკრებო ამხანაგური შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა “ბარსელონას” არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო.
ესპანეთი-ალბანეთი 2-1
ბარსელონაში ესპანეთმა ალბანეთს უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 2-1 მოიგო.
“ფურია როხას” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ერიკ გარსია, პედრი, გავი და ფერან ტორესი. გარსიამ, ტორესმა და პედრიმ სრულად ითამაშეს, ხოლო გავიმ მოედანი 64-ე წუთზე დატოვა. ტორესმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო თამაშში 64-ე წუთზე ჩართულმა ჟორდი ალბამ დანი ოლმოს გამარჯვების გოლი გაატანინა.
სტუმარ გუნდში 84-ე წუთზე გამოჩნდა რეი მანაი, რომელიც “ბარსელონადან” “სპეციაშია” განათხოვრებული.
ნიდერლანდები-დანია 4-2
“ბარსელონელებმა” თავი ამჯერადაც გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინეს. 37-ე წუთზე მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, 71-ე წუთზე კი ფრენკი დე იონგის კარგ თამაშს ბერგვეინის ლამაზი საგოლე დარტყმა მოჰყვა.
დეპაიმ მოედანი 77-ე წუთზე დატოვა, დე იონგმა კი სრულად ითამაშა.
გერმანია-ისრაელი 2-0
მშრალად მოგებულ შეხვედრაში გერმანიის ნაკრების კარს პირველ ტაიმში “ბარსელონელი” მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავდა.
ოღონდ ეხლა არავინ დაგვეტრამვოს, სევილიასთან 3 ქულა გვჭირდება. მოვიდა დრო ჩვენს მინიმუმს დავუბრუნდეთ სატურნირო ცხრილში.
Ამათი გოლები არ მაინტერესებს. Მთავარია ტრავმა არ მიიღონ
პედრიმ მიიღო ტრამვა და აღარ უნდა დასვენება?
ტერ შტეგენმა ტაიმი რატო ითამაშა?
ბარსელონელების აღზევების დრო მოვიდა თავის სათქმელს ნაკრებშიც იტყვიან.
ხო მიდით ამოხადეთ სული პედრის არაფრის მომცემ ამხანაგურებში. რატო შეიყო ამ ენრიკემაც ვერ გავიგე რა აუცილებელი იყო მთელი 90 წუთი რო აპახავა ალბანეთთან ტორესმა ალბათ ერთი 200 გამაზა აბა ალბანეთს ძლივას რო მოუგებ. დეპაიც რაზე ისე გაიტანდა თამაშიდან. შტეგენის არ გაშვებამ გაასწორა
კარგია, რომ ტორესმა გოლების გატანას უმატა;
ასე განაგრძე…