workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კესიემ ჩავი ერნანდესი გააკვირვა

კესიემ ჩავი ერნანდესი გააკვირვა

ფრანკ კესიე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” პირველი შენაძენია. ფეხბურთელი გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს.

Sport-ის ინფორმაციით, სავარჯიშო სესიებზე, კოტ-დ’ივუარელმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესი და მთელი სამწვრთნელო შტაბი გააკვირვა – მან გუნდს თავი არა მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით, არამედ კარგი ტექნიკით მოაწონა.

“ბარსას” მაისურით კესიეს დებიუტი, დიდი ალბათობით, ხვალ, “ოლოტთან” გასამართ მატჩში შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • KING_BARCA
    schedule 13 ივლ 2022, 01:35

    როგორ მევასება ხავი, ზუსტად ესეთი ფეხბურთელი აკლდა ბარსელონას, ძაან მჯერა მაესტრო ყველაფერს რადიკალურად შეცვლის სასიკეთოთ….

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ივლ 2022, 21:06

    ციტატა: .Gladiator.

    ციტატა: EL MAESTRO 6
    კარგი ფეხბურთელია კესი და იმ მოსიარულე ჰოლანდიელს ბევრად აჯობებს საყრდენად


    ეგ მოსიარულე ჰოლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი ფეხბურთელია ბარსელონაში


    საყრდენად ვამბობ, რამდენჯერაც ფრენკიმ ითამაშა საყრდენად იმდენჯერ არ ვარგოდა გუნდის თამაში, ხოდა მოსიარულეში იმას ვგულისხმობ რომ უჟილკოდ თამაშობს, 17 წლის გავი უფრო მოდომებულია და ართმევაზე უფრო მეტს დარბის, ბურთის ამოტანა კი იცოცხლე, ყველა ასპექტში რომ ეგეთი იყოს ორ ბუსკეცს აჯობებდა

  • .Gladiator.
    schedule 12 ივლ 2022, 20:32

    ციტატა: EL MAESTRO 6
    კარგი ფეხბურთელია კესი და იმ მოსიარულე ჰოლანდიელს ბევრად აჯობებს საყრდენად


    ეგ მოსიარულე ჰოლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი ფეხბურთელია ბარსელონაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 ივლ 2022, 19:53

    კარგი ფეხბურთელია კესი და იმ მოსიარულე ჰოლანდიელს ბევრად აჯობებს საყრდენად

  • cezo45
    schedule 12 ივლ 2022, 18:53

    ბარსაში ფიზ მომზადება საერთოდ არარის და ოდნავ ჯანზე მოსულ ფეხბურთელს რო ხედავენ შოკი ემართებათ 😄

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 18:05

    იქნებ ჩვენც გაგვაკვირვოს, მოუთმენლად ველი "კესიეს"

  • rivaldo80
    schedule 12 ივლ 2022, 17:57

    მაგას ვიძახდი ზუსტად ბევრს გაოცებს კესი არ აქვთ ნანახი ტიპს ყველაფერი აქვს კაცსაც კარგად ატყუებს.

  • La Pulga10
    schedule 12 ივლ 2022, 17:56

    ეს ძირითადში გაიჩითება,ხან საყრდენის ზევით პედრის გვერძე და ხან საყრდენზე.ესე მგონია.ბერნარდო თუ დაითრიეს უფრო საყრდენზე.

  • C.PC5
    schedule 12 ივლ 2022, 17:34

    ეს ძირითადში მალე მოიხვეჭს თავის ადგილს დაიმახსოვრეთ! ტალანტები ბევრი გვყავს მაგრამ კესი დამდგარი და სანდო ნახევარმცველია, პედრის გარდა ყველას უნდა ეშინოდეს რომ ადგილს წაართმევს ეს მხეცი, ნუ რათქმაუნდა ბუსკეცს მხოლოდ იმიტომ რომ ასაკი უკვე სკამისკენ უბიძგებს