ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობის დროს “ბარსელონა” უცნაური ტრანსფერებით გამოირჩეოდა, ერთ-ერთი კი მატეუს პერეირაა.
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი 2020 წლის იანვარში “იუენტუსის” ახალგაზრდული გუნდიდან იჯარით ავიყვანეთ, იმავე წლის აგვისტოში კი 7.6 მილიონ ევროდ გამოვისყიდეთ. სანაცვლოდ “იუვეს” ახალგაზრდა ვენესუელელი თავდამსხმელი ალეხანდრო მარკესი 8.2 მილიონ ევროდ დავუთმეთ. ადვილი მისახვედრია, რომ საქმე ფინანსურ მაიმუნობასთან გვაქვს, რომლის მიზანიც უეფას ფეარ ფლეის წესებისთვის გვერდის ავლაა.
მატეუს პერეირამ “ბარსა ატლეტიკში” 2.5 წლის განმავლობაში 64 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსამ” 24 წლის ფეხბურთელი “ეიბარში” გაუშვა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პერეირამ “ბლაუგრანა” უფასოდ დატოვა, თუმცა კატალონიელები მისი მომდევნო ტრანსფერიდან 50%-ს მიიღებენ.
კაი დარტყმა ქონდა ისე
კი მაგრამ ჩვენს მეტი თვალები არავისა აქვს? ჩვენ თუ ასე მკაფიოდ ვხედავთ ბართომეუს მაიმუნობებს, ფიფა, უეფა რას მიკეთებენ? ეს მაგათი საქმე არ არის? თუ იქნებ საერთოდ წილშიც უზით. მესის თუ მამამისის არ გადახდილი საშემოსავლო კარგად იპოვეს და ორი წელი მაგრა ათრიეს სასამართლოში სანამ 10-მაგი არ გადაახდევინეს. ეხლა რამ დააბრმავათ.