workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სპორტულ მენეჯმენტთან შეხვედრას გამართავს

ჩავი ერნანდესი სპორტულ მენეჯმენტთან შეხვედრას გამართავს

“ბარსელონაში” ფრენკი დე იონგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია – დანამდვილებით არავინ იცის, კლუბი მას გაყიდის თუ არა.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების – გაბრიელ სანსისა და სერჟი სოლეს ცნობებით, ჩავი ერნანდესი სპორტულ მენეჯმენტთან (მატეუ ალემანის ხელმძღვანელობით) შეხვედრას გამართავს, სადაც ნიდერლანდელის მომავალი საბოლოოდ გადაწყდება.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე შედგება და კატალონიური კლუბი ფეხბურთელს თავის გადაწყვეტილებას შეატყობინებს.

როგორც სანტი ოვალიე იტყობინება, “ბარსა” ტრანსფერების განხორციელებას დე იონგის გაყიდვის გარეშე აპირებს და მის გასხვისებაზე მხოლოდ მაშინ იფიქრებს, თუ, სხვაგვარად, ახალი ფეხბურთელების მოყვანას ვერ შეძლებს.

Gol-ის თანახმად, ფრენკი ჩავისთან ისაუბრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 12:27

    ძალიან ცუდად მოიქცა ეს ბიჭი, არადა როგორ მომწონდა. გუნდს 30 მილიონი უნდა დაახარჯინოს მარტო მასზე და ეს ნორმალურია? დემბელეც კი 6 მილიონზე ჩამოსვეს და ამას ეხლა მოუნდა გამდიდრება. გვესმის ცოლი ახალი მოყვანილი გყავს და ფული გჭირდება, მაგრამ დემბელესაც ახალი ცოლი ყავს და მაინც გაინახევრა ხელფასი.

  • KING_BARCA
    schedule 12 ივლ 2022, 05:15

    დეიონგმა შეცვლის დროას რა ჟესტიც გააკეთა, უადგილო და არაპროფესიონალიზმის ამსახველი იყო, ტრაკის განძრევა არუნდათ, და მერე შეცვალზე გიჟდებიან, ხავი მოსვავს ყველას თავის ადგილზე, მერე გაანძრევენ ერთ ადგილს და ნახავენ რა შეუძლიათ…მიდი მაესტრო

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 ივლ 2022, 21:29

    ნუ ამ კრიზისში თუ იმას 40 მილიონი ცელფასი უნდა ჰქონდეს ჯობია გავყიდოთ და მაგ ფულით კუნდე მოვიყვანოთ, დაცვის პრობლემას მაინც მოგვიხსნის

  • shu1987
    schedule 11 ივლ 2022, 16:58

    ჩავი იმედია ვინც გასაშვებია გააშვებინებს თორე გავსებულია გუნდი ბალასტით