სილვას ყოფილი მწვრთნელი: ბერნარდუს ბავშვობის ოცნება ბარსელონაში თამაშია

სილვას ყოფილი მწვრთნელი: ბერნარდუს ბავშვობის ოცნება ბარსელონაში თამაშია

ბერნარდუ სილვას ყოფილი მწვრთნელი ელდერ კრისტოვაო “მანჩესტერ სიტის” 27 წლის ფეხბურთელის ბავშვობას იხსენებს და აცხადებს, რომ მისი ოცნება “ბარსელონას” მაისურით თამაშია.

ბერნარდუს ბავშვობის ოცნება “ბარსელონაში” თამაში და მესის მსგავსად ლეგენდარულ 10 ნომრად ქცევაა. მას მესისთან ბევრი საერთო აქვს. ბერნარდუ არც სწრაფია და არც ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ის ჭკვიანი მოთამაშეა და იცის, როდის როგორ უნდა ითამაშოს. მას ბევრი რამ აქვს, რაც “ბარსელონას” თამაშს გააუმჯობესებს.

– ციტირებს ელდერის სიტყვებს Sport.

ელდერი ბერნარდუს “ბენფიკა ბ-ში” წვრთნიდა, როდესაც სილვა 18 წლის იყო.

ცნობილია, რომ ჩავის ბერნარდუს საკუთარ გუნდში ხილვა უნდა და ამის სურვილს პორტუგალიელი შემტევიც გამოთქვამს, მაგრამ პრობლემას “მანჩესტერ სიტის” მოთხოვნები და “ბარსას” რთული ფინანსური მდგომარეობა ქმნის.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • me da barca
    10 ივლ 2022, 22:15

    ჯერ ადრეა ოცნების ახდენა. როცა გახდები 33 წლის დაგიკავშირდებიან.

  • nika 54
    10 ივლ 2022, 18:49

    ნამდვილად კუნდე და ლევანდოვსკი პირველ რიგში არიან მოსაყვანები და ეს თუ დამატებით მოახერხეს მაშინ იქნება როგორც რუსები ამბობენ ხოლმე "Вишенка на торте".

  • EL MAESTRO 6
    10 ივლ 2022, 14:59

    ბერნანდომდე პრიორიტეტი უნდა იყოს კუნდე და ლევანა პირველ რიგში, კი ძაან მაგარია ბერნანდო მაგრამ ამას რომ მოვიყვანთ სჭირდება 100% ძირითადი, გამოდის რომ 90 მილიონს ვიხდით და გავის და ტორეს უთამაშებლობისგან გავაფუჭებთ, ეს როტაციაზე არ დათანზმდება და იმ ბავშვებმა რეგულარულად თუ არ ითამაშეს შეგვრჩება პუჩისნაირი ინდაური ხელში,ასე რომ სხვა პოზიციები უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს და ისეთ ნახევარმცველს თუ მოიყვანენ ვინც როტაციაზე უარს არ იტყვის, მაგალითად სოლერი რომელიც ძაან შედეგიანი ნახევარმცველია, ბერნანდო კი მევასება მაგრამ ამ კრიზისში როცა 3 მცველი ერთი ვინგერი და ფორვავრდი აუცილებლად გვჭირდება არამგონია მაგაში გადასახდელი 90 მილიონი გვქონდეს

  • Iniesta_8
    10 ივლ 2022, 14:19

    რამდენ მაგარ ფეხბურთელს უნდოდა ბარსაში თამაში და მაგათ მაგივრად არდა თურანები და ლენგლეები მოყავდათ.

  • Zura Gviniashvili
    10 ივლ 2022, 13:57

    თუ მართლა დეიონგს 40 მ უნდა გადავუხადოთ მაშინ არ ჯობია გავყიდოთ და ეს ვიიდოთ თუნდაც 80-90 მ დაგვიჯდეს? დეიონგი მაინც დიდად ვერ გაიხსნა როგორც აიაქსში იყო შესაბამისად აღარც გაიხსნება..

  • El pistolero 9
    10 ივლ 2022, 13:53

    კუნდე უეჭველი გვჭირდება, პლუს ლევანდოვსკიც და ამ ორთან შედარებით ამის მოსვლა არაა მაინც და მაინც აუცილებელი. ჯობია კუნდე-ლევანას მიაწვნენ ჯერ

  • shu1987
    10 ივლ 2022, 13:52

    ფულის პონტში თორე ძაან კლასნია

  • La Pulga10
    10 ივლ 2022, 13:51

    ძაან ძვირია,სიტის ისეთი ჩათლახი გუნდია 100 მილიონზე ნაკლებად არ გამოგვატანს.ბერნარდომდე ჯობია ლევანდოვსკი და კუნდე მოოყვანონ,აი მერე მიხედონა დანარჩენს.

  • Gaucho24
    10 ივლ 2022, 13:39

    ნამდვილად დაგვხატავდა ბერნარდო