workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟინიო დესტი ბარსელონაში რჩება

სერჟინიო დესტი ბარსელონაში რჩება

ბოლო კვირების განმავლობაში სატრანსფერო ბაზართან მიმართებაში სერჟინიო დესტის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა. ბოლოს ეს მაშინ მოხდა, როდესაც “ჩელსის” ახალი მესაკუთრე ტოდ ბოელი ჟოან ლაპორტასთან მოლაპარაკებას მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით “ჩელსი” “ბარსას” ახალგაზრდა ამერიკელი მარჯვენა მცველითაა დაინტერესებული, თუმცა თუ Sport-ს დავუჯერებთ, დესტის “ბლაუგრანაში” დარჩენა გადაწყვეტილია.

იდეალურ სიტუაციაში “ბარსელონას” სურს, რომ სესარ ასპილიკუეტა დაიმატოს, სერჟინიო დესტი შეინარჩუნოს და მომდევნო სეზონში მათ შორის კონკურენცია იყოს.

სერჟინიო დესტი “ბარსელონაში” 2020 წელს “აიაქსიდან” 21 მილიონ ევროდ გადმოვიდა. კატალონიური კლუბის მაისურით გამართულ 72 თამაშში მას 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • El pistolero 9
    schedule 09 ივლ 2022, 22:38
    #9

    პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს და იქნება დადგეს ამისგან რამე

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 19:57
    #8

    ბოლო შანსია მაგისთვის. ჩავის ხელში თუ ვერ გაიხსნა მაშინ გასაშვებია

    ბოლო შანსია მაგისთვის. ჩავის ხელში თუ ვერ გაიხსნა მაშინ გასაშვებია

  • me da barca
    schedule 09 ივლ 2022, 17:08
    #7

    თუ დესტიც დარჩა და ასპიკულიეტაც მოვიდა მაშინ რობერტოს დააკავეთ სახეხი სკამისთვის. ნახევარდაცვაში კი იმხელა კონკურენცია იჩითება, როდის უნდა ითამაშოს მაგან. ჯობდა დაეგაზა, თუმცა საკითხავია, სად, ვინ იწვევდა?

  • nika 54
    schedule 09 ივლ 2022, 15:15
    #6

    იმედია ტრამვა ბოლომდე მოიშუშა და აღარ გამოტოვებს განვითარებას.

  • Bakero
    schedule 09 ივლ 2022, 13:39
    #5

    რა ასპილიკუეტა joy კუნდე დაჩაგრავს სისწრაფეში ფლანგზე ამასაც და ასპილიკუეტასაც …..თქვენი არვიცი და ყველაზე დიდი პრობლემა ისევ ფლანგები მგონია …..ვარჯიშებზე ბალდე დავინახე ეგებ ეგ მაინც ათამაშდეს და მოუმატოს თუმცა დაცვით თამაშში ეგეც დიდი ვერაფერი იყო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 ივლ 2022, 13:11
    #4

    კაია, სწორი გადაწყვეტილებაა, ტრავმამდე ცუდი არ იყო და იმედია კიდევ უფრო განვითარდება ჩავის ხელში

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 ივლ 2022, 12:47
    #3

    ამ ეტაპზე უნდა დარჩეს კიდეც, რობერტოს იმედზე ხოარ ვიქნებით აბა, თუ აზპი მოგვყავს მაინც დესტის დარჩენა ჯობია, ტრამვამდე თუთქოს კარგ ფორმაში იყო

  • shu1987
    schedule 09 ივლ 2022, 12:46
    #2

    მე ვფიქრობ ცუდი ბიჭი არაა და პოტენციალიც აქვს რომ ძირითადში იყოს ბოლოს ჩავისთან ათამაშდა და დაიმტვრა თორე ცუდი არ იყო.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 09 ივლ 2022, 12:16
    #1

    მერამდენე წელია მარჯვენა მცველის პრობლემაა გუნდში ვერავინ ვერ გაამართლა და ვერც ეს ამართლებს