“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ამ წუთებში, კატალონიის დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებიან.
Diario AS-ის ჟურნალისტის, მარიო დე ლა რივას ინფორმაციის თანახმად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხარეები კრიშტიანუ რონალდუს “ბარსაში” ტრანსფერის საკითხს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ სტატიის ბმული საკუთარი ტვიტერის გვერდზე გადაიტანა მანუ საინსმა, რომელიც მენდეშთან დაახლოებული პირია.
როგორც ცნობილია, პორტუგალიელ ვარსკვლავს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს, რადგან გუნდში საკმარის ამბიციას ვერ ხედავს და სატრანსფერო ბაზარზე “წითელი ეშმაკების” პასიურობით უკმაყოფილოა – სხვა ინგლისური კლუბები ძლიერდებიან, ამ დროს კი “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებმა ჯერ მხოლოდ ტაირელ მალასია შეიძინეს.
ბოლო დღეებში 37 წლის ლეგენდას ყველაზე ხშირად მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” უკავშირებდნენ, ახლა კი, როგორც ჩანს, მათ რიცხვის “ბლაუგრანაც” შეემატა.
გარდა ამისა, ლაპორტა და მენდეში რუბენ ნევეშის, რაფაელ ლეაუსა და ბერნარდუ სილვას შესახებ საუბრობენ. Deportes Cuatro-ს მტკიცებით, შეხვედრის მთავარი თემა სილვასა და ჟიულ კუნდეს ტრანსფერები იყო.




ეს უკვე ზღაპარია, დუტას ზღაპარს გავს ძალიან