ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უსმან დემბელე “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ფეხბურთელი ანაზღაურებას 40%-ით შეიმცირებს და ხელშეკრულებას 2024 წლამდე გაახანგრძლივებს. ფრანგს ამ პროცესის დაჩქარება და ჩავი ერნანდესის ხელში პრესეზონის დაწყება სურს.
უსმანისთვის მოკლევადიანი კონტრაქტის შეთავაზება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა – ახლა, თუ 25 წლის შემტევი თავს კარგად წარმოაჩენს, “ბარსას” შეუძლია, მას უკეთესი ხელშეკრულება შესთავაზოს, ამასობაში კი კლუბის ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესებდება. ასევე, სხვა გუნდის მხრიდან კარგი წინადადების მიღების შემთხვევაში, კატალონიურ გრანდს ფრანგის სანაცვლოდ ფულის აღებაც შეეძლება და მას უფასოდ არ დაკარგავს.
SER-ის ინფორმაციით, ჩავი დემბელეში 22 წლის ნეიმარს ხედავს – მნიშვნელობა არ აქვს, უსმანი მოედანზე რამდენ ხანს ატარებს – ის მატჩში თავის კვლავს ყოველთვის ტოვებს და არასდროს წუწუნებს.
ახალგაზრდა მოთამაშეს გასახდელ ოთახში მხარდაჭერა აქვს. ერნანდესი უსმანს სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებინებს, რომელიც მას თამაშისას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.




მეც მაინტერესებს როდის თქვა ჩავიმ დემბელე 22 წლის ნეიმარს გავსო, მე მგონი ეს დიდი შეურაცხყოფაა. ნეიმარს არ ესიამოვნებოდა ეს რო გაეგო. ნეიმარი რო მცველზე მიდიოდა ეჭვი არავის ეპარებოდა რო გაივლიდა, წააქცევდნენ თუ არა ეგ სხვა თემაა. ეს რო ბურთით მიდის მცველზე თუ სიჩქარე არა აქვს აკრეფილი პირდაპირ რქებით ეჯახება მეტოქეს.
რას ლაპარაკობთ ვაფშე რა იმბეცილი რის იმბეცილი, ბოლო ათი მათჩი ითამაშა და ასისტენტი გახდა რეებს ამბობთ ძაან დიდი მომავალი აქ და ვინც მის პოტენციალს ვერ ხედავთ ფეხბურთის აზრზე არ ხართ და აქეთ იძახით იიი ჩავის ტვინი არააქ ლაპორტა დებილია გააგდონ. რამდენი პროფესორი ხართ საიტზე.
მაესტრო როგორ ვთქვა მიჰქაავ მეთქი,მაშინ ატყუებ,რაც ასევე ცუდია ან ამხნევებ,რასაც აზრი არ აქვს…იმიტომ რომ ეს და ნეიმარი, ისეა როგორც ნოლადინი და ასტონ მარტინი
ამას 14 წლის ნეიმარი ცენტრსარ გადავვიდდოდა დაისე მოუგებდა ნოლზე!!
ჩავი ვაფასებ შენს იუმორს

ისე ვინიციუსსაც დავცინოდით კამანდა და კი მოიხოდა 😀 რავიცით, იქნებ ჩავი მართლა ჯადოქარია და რაღაც გამოადნოს ამისგან, ფაქტია ყველაზე პროდუქტიული ჩავის ხელში აღმოჩნდა 😐
მოიხსენი ჩავი ეგ ვარდისფერი სათვალეები. ნეიმარს ასე არ ებლანდებოდა ბურთი ფეხებში და ჩლუნგი არ იყო.
გულის სიღრმეში აი ძაან ღრმა სიღრმეში მინდა და მგონია რომ შარშანდელ სეზონთან შედარრბით კიდევ მოუმატებს და ერთერთი ლიდერი გახდება🙂 მთავარია შეტევის ბოლო ფაზაში ერთუჯრედიანი ამებასავუთ მოქმედებას გადაეჩიოს. საჯარიმომდე მხეცია ბოლოში სირდება პროსტა🙂
რაფინია დემბელე ფატი ტორესი დეპაი ობამეიანგი პლიუს ლევანა ძაან მაგარი შეტევა გვეყოლება თან ყველა ტრაკს გაანძრევს რო ძირითადისთვის იბრძოლონ ეგ კაი ამბავია. ნახ დაცვაც მოხოდილია თუ დეიონგი შეინარჩუნეს ხო კარგი თუ არადა ვინმე უნდა მოიყვანონ შემცვლელი. დაცვასაც ხოდავენ კუნდე მოიყვანონ აუცილებლად და ალბას შემცვლელი ხარახურები გაყარონ
კამათელივითაა, 6 გვერდი აქვს, რა დაჯდება კაცმა არ იცის…
აუ სალამურის თლას შეუდგა მაესტრო? პეპის გზაზე მიდის, რაც იმან რაჰიმ სტელინგთან ქნა
თქვენ რა იცით ჩავი ამაში რას ხედავს
არ მესმის რას ხედავს ჩავი დემბელეში, ერთი უბრალო იმბეცილია დემბელე და მეტი არაფერი
მე მინდა რომ ასეთმა ნაგავმა კლუბი დატოვოს მაგრამ რახან ხავის უნდა რომ დარჩეს ესეიგი ასეა საჭირო ამიტომ დარჩეს რავიცი
არაა ბარსას ფეხბურთელი ამ მომენტში 😀😀😀
ჯერ ნეიმარის კუანა კარგიც ვერასდრის ვერაფერს მოიგებს (ინდივიდუალურ ჯილდოზეა საუბარი) და დემბელეზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არმინდა მაქსიმუმ ტრავმატოლოგიურის ვაუჩერი მოიგოს😁
ფულის მონობაში კი,ბაზარიარაა