“ბარსელონასთვის” 2022/23 წლების სეზონი ოფიციალურად დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიური კლუბისა და Spotify-ს თანამშრომლობამ სტარტი აიღო.
აუდიო სთრიმინგის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი კომპანია “ბარსელონას” მთავარი სპონსორი და აუდიო სთრიმინგის პარტნიორი გახდა.
დღეიდან “ბარსელონას” საშინაო არენას ოფიციალურად Spotify Camp Nou ეწოდება, რაც სტადიონის ფასადზე უკვე აისახა კიდეც.
შვედური კომპანიის რეკლამა ახალი სეზონიდან “ბარსელონას” კაცებისა და ქალების სათამაშო და სავარჯიშო ფორმებზეც გამოჩნდება.
1 ივლისი – ბარსელონამ შვებით და ფინანსურად ამოისუნთქა (2022წ)
პირველი შემოსატანი როდის უწევთ, ან ავანსად არაფერს იხდიან?
ბარსა მაინც ბრენდია რა, ასეთი მაგარი სპონსორი რპგორიც spotify არის არცერთ გუნდს ჰყავს, ფულსად მაგრად იხდიან და ბოლო ბოლო მაისურზეც ლამაზადაა😍
ფული 💰💸 გადაიხქდონ რაც შეიძლება სწრაფად და ბევრი ცოტა ამოისუნთქოს ბარსამ.