workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ ბარსელონას ოფისში იმყოფება

დეკუ ბარსელონას ოფისში იმყოფება

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად რაფინიას აგენტი, დეკუ კატალონიური კლუბის ოფისში იმყოფება.

პორტუგალიელის მიზანია, თავისი კლიენტის “ბარსაში” ტრანსფერი რეალური გახადოს. მიუხედავად იმისა, რომ “არსენალი” და “ჩელსი” ფეხბურთელის შესაძენად ყველაფერს აკეთებენ და ამ უკანასკნელს (“ჩელსის”) “ლიდსთან” შეთანხმებაც აქვს, “ლურჯ-ბროწეულისფერები” კვლავ ბრძოლაში არიან.

საიდუმლო არაა, რომ რაფინიას პრიორიტეტი “ბარსელონაში” გადმოსვლაა და სწორედ ამიტომ, კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი მათთვის მოიცდის. “ბლაუგრანამ” ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები დიდი ხნის წინ შეათანხმა, ახლა კი დრო სჭირდება, რომ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და “ლიდსის” დარწმუნება შეძლოს.

რაფინიას აგენტი დეკუ დღეს დილით “ბლაუგრანას” შტაბს შეხვდა და ჯერ კიდევ იქაა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი კლუბის ოფისში გუშინაც იმყოფებოდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • nikusha
    schedule 04 ივლ 2022, 01:07

    დეკუ მაინც ბარსას ლეგენდაა რა

  • nika 54
    schedule 01 ივლ 2022, 18:29

    ციტატა: gruz-in
    აზრის გამოტანა ძნელია?…
    ლევანაზე არ ამატებენ 10 მლნს და ამაზე 40 დან 75 ს გადაიხდიან???????


    არადა თავიდან საერთოდ 25 ღირდა. გავარდნილიყო მაინც პრემიერლიგიდან.