workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არსენალი ბარსელონასთან კონკურენციას განაგრძობს

არსენალი ბარსელონასთან კონკურენციას განაგრძობს

როგორც ჩანს, გუშინ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და “არსენალი” რაფინიასთვის ბრძოლას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ემირეითსის” ბინადრებმა ამ კვირაში, ბრაზილიელი შემტევის თაობაზე “ლიდს იუნაიტედთან” შეხვედრა უკვე ჩანიშნეს.

გარდა ამისა, 25 წლის ფეხბურთელის შეძენით “ტოტენჰემ ჰოტსპური” და ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდებიან. “ლიდსი” მის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

რაც შეეხება “ბარსას” – კატალონიელები რაფინიას აგენტ დეკუსთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ და მასთან შეთანხმებაც აქვთ, მაგრამ კლუბს ინგლისელებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია და, შესაბამისად, ახალი შეთავაზებაც არ გაუკეთებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 ივნ 2022, 20:03
    #8

    მაგ თანხას მარტო ინგლისელები გადაიხდიან, იმედია ალემანს ჭკუა შერჩა და არ იყიდის ამ ქათამს 70 მილიონად

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივნ 2022, 19:59
    #7

    ამაში მე პირადა 45 ზე მეტს არ გადავიხდიდი, წაიყვანოს არსენალმა მშვიდობაში მოიხმარონ, მოკლედ ფეხბურთელი ერთს გაიფაფხურებს და ეგრევე 70 მილიონს ადებენ😃

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 19:58
    #6

    ზიეჩი ზამთარში უნდოდათ და ახლაც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი ან ენტონი.

    ისე პენსიონერთა თავშესაფარია რა ეს იუვე, ახლა დიმარიასაც იმატებენ

  • El pistolero 9
    schedule 27 ივნ 2022, 18:21
    #5

    ზიეჩი რატომ არ განიხილება ძაან კარგია

  • Barca1980
    schedule 27 ივნ 2022, 18:17
    #4

    თუ მართლა 65 მილიონ ფუნტს ითხოვენ , მაშინ აიაქსთან უფრო მოსულა ვაჭრობა , ვიდრე ინგლისელებთან , თანაც ენტონი ბევრად ჯობია რაფინიას და ისევ მაგ ვარიანტზე იფიქრონ , აამოქმედეთ საიდუმლო იარაღი ხორდი კრუიფი , მარტო მამამისის დამსახურება არ არის საკმარისი , საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ახალი ოცნების გუნდის მშენებლობაში .

  • Moriba
    schedule 27 ივნ 2022, 17:05
    #3

    დი მარია იუვეში გადადის ასეც ვიცოდი რო ბოლოში სლემბელე შეგვრჩევოდა 65 ითხოვს ამაში ლიდსი ანტონიში 80 აიაქსი და დავრჩით შავი შლანგის იმედად

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 16:54
    #2

    25 ითხოვდნენ და ერთ თამაშში არ გაასამმაგეს თანხა. ფეხბურთელს აღარ ეკითხებიან სად უნდა წასვლა? ეგენიც გერმანელები ხო არ არიან.

  • .Gladiator.
    schedule 27 ივნ 2022, 16:51
    #1

    65მილიონი ფუნტი არარეალური ფასია
    ამდენს მარტო გამოქლიავებული ინგლისელები გადაიხდიან