workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არსენალი რაფინიასთვის ბრძოლას გამოეთიშა; ბარსა ფასის შემცირებას ცდილობს

არსენალი რაფინიასთვის ბრძოლას გამოეთიშა; ბარსა ფასის შემცირებას ცდილობს

“ლიდსის” 25 წლის შემტევისთვის – რაფინიასთვის ბრძოლაში “ბარსელონას” კონკურენციას “არსენალი” უწევდა, თუმცა, ლონდონელები რბოლას გამოეთიშნენ.

Sport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელს მხოლოდ “ბარსაში” თამაში სურს და კვლავ კატალონიურ კლუბს ელოდება. თანაც, აღსანიშნავია ისიც, რომ “მეთოფეებმა” “მანჩესტერ სიტიდან” გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი თითქმის დახურეს, რამაც მათ გადაწყვეტილებაზე (რაფინიასთვის თავის დანებება) გავლენა ასევე იქონია.

წყაროს ცნობით, “ლიდს იუნაიტედი” ახალგაზრდა ფეხბურთელში 50 მილიონს ითხოვს, მაგრამ მატეუ ალემანი ამ თანხის შემცირებას შეეცდება. “ბარსა” მზადაა, რაფინიაში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად მოთამაშე კი პრემიერ ლიგის კლუბების შემოთავაზებების დაბლოკვას აგრძელებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 20:37

    ერთი მხრივ კაია მეორე მხრივ არა, ჟესუსიც დაიკარგა ფაქტიურად, არადა რაფინია შესაძლოა ლიდში დარჩეს ჯერესერთი დიდ თანხას ითხოვენ მეორეც დემბელეს საპნის ოპერა ჯერ არ დასრულებულა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 ივნ 2022, 19:37

    არასწორი ინფორმაციაა, პოს ტვ-მ თქვა რომ არსენალი ამზადებს შეთავაზებას

  • nika 54
    schedule 27 ივნ 2022, 16:17

    არვიცი რა მოსწონთ ამ რაფინიასი, ერთი ტორესი გამოდგა და მეორე ეს კიდევ ეს ივარგებს. არა და აღარ არის უაზრო ტრანსფერების დრო.

  • isakichi
    schedule 27 ივნ 2022, 15:21

    Berlinetta♥,

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: isakichi
    ჟესუსიი არსენალს დაუთრევიაა,სად იყურებიან ესენიი,ეფიქრათ მაგ ბიჭზეე,ჰოლანდის და ალვარესის მერე სიტი და გვარდიოლა უპრობლემოდ გამოუშვებდნენ,ფასიც არ იქნებოდა კატასრტოფა და არც ხელფასი


    17 მილიონი აქვს ხელფასი არსენალში


    ჩერესჩო ბევრიაა

  • Berlinetta♥
    schedule 27 ივნ 2022, 14:20

    ციტატა: isakichi
    ჟესუსიი არსენალს დაუთრევიაა,სად იყურებიან ესენიი,ეფიქრათ მაგ ბიჭზეე,ჰოლანდის და ალვარესის მერე სიტი და გვარდიოლა უპრობლემოდ გამოუშვებდნენ,ფასიც არ იქნებოდა კატასრტოფა და არც ხელფასი


    17 მილიონი აქვს ხელფასი არსენალში

  • shu1987
    schedule 27 ივნ 2022, 14:02

    ჟესუსი კი კარგია მაგრამ ლევანდოვსკის ელოდებიან და მაგიტო არ იფიქრეს პლიუს იაფი ნამდვილად არ ღირდა, ეს კიდე სტაბილური ტიპია და ჩავიზე კომპეტენტურებო უკეთესი რომ ყავდეთ ამას რატო იყიდიდა ან მოითხოვდა ჩავი ?? ან უკეთესის ერთი ადგილი რომ ქონოდათ ??? ცუდი არაა და დაამტკიცებს რომ დემბელესგან განსხვავებით პროფესიონალია და უკეთესი შედეგიც ექნება ჩავის ალბათ ჭირდება და სჯერა ასე რომ მე დადებითად ვუყურებ ამ ბიჭს.

  • isakichi
    schedule 27 ივნ 2022, 09:27

    ჟესუსიი არსენალს დაუთრევიაა,სად იყურებიან ესენიი,ეფიქრათ მაგ ბიჭზეე,ჰოლანდის და ალვარესის მერე სიტი და გვარდიოლა უპრობლემოდ გამოუშვებდნენ,ფასიც არ იქნებოდა კატასრტოფა და არც ხელფასი

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივნ 2022, 03:58

    ციტატა: Barca1980
    EL MAESTRO 6, აბა მაშინ , ხელბურთში ძალიან მაგარი გუნდი გვყავს , ზედიზედ მოიგეს მეორედ ლიგა , ხოდა მომავალ წელსაც სხვა სახეობების იმედად ვიქნებით ვატყობ , ძალიან ძნელი იქნება ლიგის მოგება , რადგან საუკეთესო გუნდსაც კი ადვილად არ მოგვიგია , ესპანეთი კი წესით უნდა მოვიგოთ , მაგის რესურსი ნამდვილად ექნება გუნდს . თუმცა სხვა კლუბის გულშემატკივრებივით მარტო ლიგა არ არის ჩვენთვის საზომი , მთავარია კლუბი ნელ-ნელა ამოვიდეს ამ კრიზისიდან , მოკითხვა ბართოს " დიდი სიყვარული".


    აბაა ბართოს პრეზიდენტად დანიშვნის დღე რომ დაიწვა ცეცხლში, იმედია ამოვალს ამ კრიზისიდან მართლა

  • me da barca
    schedule 27 ივნ 2022, 01:07

    აქეთ ლევანას ებღაუჭებიან, იქეთ კუნდეს და ეს სად უნდა ჩაჯდეს, სადაა ამდენი ფული. სამივე თითქმის 200-მდე ადის და ამდენი დღევანდელ ბარსას კი არა სიტის გაუჭირდება.

  • Barca1980
    schedule 27 ივნ 2022, 00:56

    EL MAESTRO 6, აბა მაშინ , ხელბურთში ძალიან მაგარი გუნდი გვყავს , ზედიზედ მოიგეს მეორედ ლიგა , ხოდა მომავალ წელსაც სხვა სახეობების იმედად ვიქნებით ვატყობ , ძალიან ძნელი იქნება ლიგის მოგება , რადგან საუკეთესო გუნდსაც კი ადვილად არ მოგვიგია , ესპანეთი კი წესით უნდა მოვიგოთ , მაგის რესურსი ნამდვილად ექნება გუნდს . თუმცა სხვა კლუბის გულშემატკივრებივით მარტო ლიგა არ არის ჩვენთვის საზომი , მთავარია კლუბი ნელ-ნელა ამოვიდეს ამ კრიზისიდან , მოკითხვა ბართოს " დიდი სიყვარული".

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივნ 2022, 00:40

    ციტატა: Barca1980
    რაფინია აიაქსის ენტონისთან ახლოს ვერ მივა , კონკურენტები არიან ნაკრებშიც და ბევრად ჭკვიანია ენტონი , არცერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს , დარტყმა აქვს გამოზომილი და არა დემბელე-ტრაორესავით და რაფინიაში მაგ თანხის გადახდას დაამატონ და ენტონი მოიყვანონ ბევრად ჯობია , ნოუ-კამპს ნახევრად ღმერთები არ ჭირდება , ჯადოქრები ავსებენ სტადიონს და მაგ ბიჭს ყველაფერი აქვს საიმისოდ .


    მანჩესტერია მაგითი დაინტერესებული,65 შესთავაზეს და იმათმა 80 ზე ნაკლებად არაო, ასე რომ ჩვენ მითუმეტეს არ გამოგვივა მისი შეძენა

  • Barca1980
    schedule 27 ივნ 2022, 00:37

    რაფინია აიაქსის ენტონისთან ახლოს ვერ მივა , კონკურენტები არიან ნაკრებშიც და ბევრად ჭკვიანია ენტონი , არცერთ ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს , დარტყმა აქვს გამოზომილი და არა დემბელე-ტრაორესავით და რაფინიაში მაგ თანხის გადახდას დაამატონ და ენტონი მოიყვანონ ბევრად ჯობია , ნოუ-კამპს ნახევრად ღმერთები არ ჭირდება , ჯადოქრები ავსებენ სტადიონს და მაგ ბიჭს ყველაფერი აქვს საიმისოდ .

  • ROUCH
    schedule 27 ივნ 2022, 00:14

    ბოლოს ლიდსში დარჩება ეს ყვერი ესა მე ასე ვატყობ. წადი თავს მიხედე შეჩემა ლაპორტას ნდობა შეილება ათასი პარასკები აქ კვირაში

  • La Pulga10
    schedule 27 ივნ 2022, 00:02

    კაროჩე რა მადა აქვათ როჟებს.ლიდსი ამაში 65 მილიონს ითხოვს,ბაიერნი 60 მილიონს ლევანაში,იმენა ნერვებზე მოგშლიან ადამიანს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 ივნ 2022, 23:55

    40 მილიონი კარგი ფასია, მაქსიმუმ 45 მილიონი, რაფინია არაა ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად, ხელფასს წესიმ მაღალს არ მოითხოვს და ეგ და ტორესი მარჯვენა ფლანგზე როტაციაში იქნებიან, მე პირადად ზიეჩის ვარიანტი უფრო მხიბლავს , ყველაფერი აქ იმისთვის რომ ბარსაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს, ტექნიკურიცაა, ჭკვიანიც, სასწაული ცაცია აქ, უზისტეს პასებს აკეთებს, დარტყმაც ძაან მაგარი აქვს და მოკლედ მაგრად გამოგვადგება,თან არამგონია ძვირი დაჯდეს , 30 ადაც კი დავითრევთ ალბათ, შეიძლება ნაკლებადაც

  • Don_Andresito
    schedule 26 ივნ 2022, 23:52

    ციტატა: El pistolero 9
    მარტო მე ვფიქრობ რომ ჟესუში არ უნდა გაგვეშვა ხელიდან?


    ლევაზე ჩაიციკლა ჩავი. არადა კარგი ბიჭია ჯესუსი

  • El pistolero 9
    schedule 26 ივნ 2022, 23:35

    მარტო მე ვფიქრობ რომ ჟესუში არ უნდა გაგვეშვა ხელიდან?