workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია და დი მარია ისევ ბარსელონას ელოდებიან

რაფინია და დი მარია ისევ ბარსელონას ელოდებიან

რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში იყოს “ბარსელონა”, ის ფეხბურთელებისთვის მაინც სასურველი კლუბია. ამას რაფინიასა და ანხელ დი მარიას შემთხვევაც ადასტურებს.

რაფინიას ინგლისში არაერთი მსურველი ჰყავს. “ლიდსის” ბრაზილიელი შემტევის დამატება “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემს” სურთ. ამ კლუბებმა “ლიდსის” ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოახერხეს, მაგრამ რომც მოახერხონ, თუ Sport-ს დავუჯერებთ, რაფინია მაინც იქამდე მოცდას აპირებს, სანამ “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ექნება. ეს კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უპირველესად, უსმან დემბელემ კატალონიური გუნდი უნდა დატოვოს, შემდეგ კი “ბარსა” და “ლიდსი” შეთანხმდნენ, რაც მარტივი არ იქნება.

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ანხელ დი მარია, რომელიც რაფინიას ალტერნატივად განიხილება. “ბარსა” არგენტინელის დამატებით იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ ვერც დემბელეს შეინარჩუნებს და ვერც რაფინიას დაიმატებს. დი მარიას ერთადერთი აქტიური მსურველი ჰყავს – “იუვენტუსი”, რომელიც ვეტერან შემტევს აჩქარებს, თუმცა არგენტინელმა მაინც გადაწყვიტა, “ბარსელონას” დაელოდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 23 ივნ 2022, 20:21
    #8

    ROUCH,
    რაც არ უნდა იყოს 100 თამაშზე მეტი მაინც არააქვს გამონატოვები 4 სეზონში

  • ROUCH
    schedule 23 ივნ 2022, 19:11
    #7

    ციტატა: El pistolero 9
    ვერ ვხვდები დემბელეს დარჩენა დი მარიას მოსვლას რატომ გამორიცხავს. ეს შავი შლანგი როდის აილეწება კაცმა არ იცის რომ დარჩეს. ამის ჯანმრთელობის იმედად მტერი იქნა მთელი სეზონი. ტრაორეს სახით კონკურენტი რომ ყავდა კიდე დაფაფხურებდა და ახლა ეზალზული ან კოლადო თუ ეყოლა კონკურენტად გაინაღდებს ძირითადს. ისედაც არ იკლავდა თავს ვარჯიშით და ამ ფონზე რავიცი. ერთი სიტყვით დი მარია ყველა ვარიანტში მოსაყვანია რა


    დემბელე როდის აილეწებაო და დიმარია ხო რასამობ ფოლადისა მაგის ტრამვა სად გვინახია

  • El pistolero 9
    schedule 23 ივნ 2022, 17:43
    #6

    ვერ ვხვდები დემბელეს დარჩენა დი მარიას მოსვლას რატომ გამორიცხავს. ეს შავი შლანგი როდის აილეწება კაცმა არ იცის რომ დარჩეს. ამის ჯანმრთელობის იმედად მტერი იქნა მთელი სეზონი. ტრაორეს სახით კონკურენტი რომ ყავდა კიდე დაფაფხურებდა და ახლა ეზალზული ან კოლადო თუ ეყოლა კონკურენტად გაინაღდებს ძირითადს. ისედაც არ იკლავდა თავს ვარჯიშით და ამ ფონზე რავიცი. ერთი სიტყვით დი მარია ყველა ვარიანტში მოსაყვანია რა

  • nikusha
    schedule 23 ივნ 2022, 17:40
    #5

    დი მარია სკამზე კაი ვარიანტია პრინციპში როტაციაში რაფინია. დემბელე თუ დარჩა მაშინ დიმკა მხოლოდ საკმარისია და თუ არადა დიმკა აუცილებელია და აბდე დასაწინაურებელი ან რაფინია მოსაყვანი

  • ROUCH
    schedule 23 ივნ 2022, 17:08
    #4

    ჩელსიმ თუ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვბები და ბარსა დააკმაყოფილებს. ამაზეც კი ეტყობა ტიპს რო ყვერია რას უცდი წაეწუწე სადმე თუ გაქ შანსი და ვიმე გამოჩნდა ვინც ლიდსს გააძღობს

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივნ 2022, 16:53
    #3

    რაფინიას გაასხმევინეთ დი მარია დაიდოს

  • nika 54
    schedule 23 ივნ 2022, 16:52
    #2

    ამ სამიდან დი მარია უკეთესი ვარიანტია, ორივეს ჯობია ტექნიკით და მხოლოდ ერთი წელი გვჭირდება სანამ გუნდი ამოისუნთქებს . დემბელე და ეს რაფინია თუ გავიფორმეთ მერე 5 წელი მაგათ გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ.

  • MSN G.O.A.T
    schedule 23 ივნ 2022, 16:02
    #1

    ლაპორტ რაშვები ძმა