“ბარსელონა” “ლიდს იუნაიტედის” ბრაზილიელი შემტევის, რაფინიას დამატების შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, რაც კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელის დამსახურებაა.
უსმან დემბელეს “ბარსელონადან” წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად კი “ლიდსის” 25 წლის ბრაზილიელი მარჯვენა გარემარბი განიხილება.
რაფინიათი მხოლოდ “ბარსელონა” არაა დაინტერესებული. Sport-ის ცნობით მისი შეძენის სურვილს “ლივერპული” და “ჩელსიც” გამოხატავენ. იმავე წყაროს ცნობით, რომ არა ფეხბურთელის აგენტი დეკუ, რაფინია უკვე რომელიმე ინგლისურ გუნდში იქნებოდა გადასული.
დეკუ 2004-2008 წლებში “ბარსელონაში” თამაშობდა. მას კატალონიურ კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც რაფინია “ბარსას” ისევ ელოდება. თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ “ლიდსი” არ აპირებს, თავიდან დასახელებულ 55 მილიონ ევროს დააკლოს, “ბლაუგრანასთვის” კი ეს თანხა ბევრია.
დეკუს ხათრით ელაპარაკება სხვა გუნდებს? უკვე დაიწერა რო ლოდინს არ აპირებსო და ამას რა ვუყოთ? დეკუს დავაბრალოთ ეგეც?
შევ*ციი დეკუს თუ მართლა ბარსას ატენის ამას თან მაგხელა თანხად
გნაბრი უფრო იაფია თან შტეგენის ხელში ადაპტაციას ადვილად გაივლის თან დი მარიასაც სურს ბარსაში ყოფნა
რა შეაკვდნენ ამას. მარჯვენა ვინგერები დაილია. აგერ დი მარიას ვარიანტია უფასოდ. კი მოკლე პერსპექტივაა, მაგრამ ძაან გამოადგება გუნდს
Amasgi 55 gadaxdas dimaria moikvanon ze klasis gamocdileba aq tan ufasod mokavt. Magashi gadasaxdeli fuli jobs top marjvena mcvels moxmardes
დეკუ ! რაფინია კი არა ენდრიკი გვინდა ენდრიკი
„რეალი“ და „ბარსა“ 20 წლის მცველს აკვირდებიან
„რეალი,“ „ბარსა“ და „ვილიარეალი“ 20 წლის ცენტრალურ მცველს აკვირდებიან.
ენცო ბოიომომ, რომელიც „ალბასეტეს“ ღირსებას იცავს, განვლილი სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. მისი ლიდერობით, კასტილია-ლამანჩას მკვიდრებმა მესამედან რანგით მეორე დივიზიონში დაწინაურება მოახერხეს.
1 მეტრისა და 80 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშემ კარიერა „ბლექბერნ როვერსის“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „ალბასეტეს“ მიაშუარა და ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ესპანეთში ირჯება. მან გრანდების ყურადღება მათ სარეზერვო შემადგენლობებთან ასპარეზობის დროს მიიპყრო.
ბოიომო საფრანგეთშია დაბადებული.