დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დანი ალვესმა კარიერა, შესაძლოა, ესპანურ “მალიორკაში” განაგრძოს.
ინფორმაცია, რომლის პირველწყაროც El Diario Mallorca არის, რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა. მათ შორის იყო Telemundo Deportes.
სწორედ ამ გამოცემის ტვიტი გააზიარა ალვესმა საკუთარ სოციალურ ქსელში და ასეთი მინაწერი გაუკეთა: “ტყუილია!!! გმადლობ!!!”
როგორც ჩანს, ინფორმაცია, თითქოს ალვესმა “მალიორკას” საკუთარი თავი შესთავაზა, ჟურნალისტების მოგონილია.
[media=https://twitter.com/DaniAlvesD2/status/1537769394163568642]
უფრო მაღალი რანგის კლუბში უნდა გადავიდეს დანი
ეტყობა რეალში მიდის
ძაან კაი, ეს კაცი ბევრად ძლიერ კლუბს იმსახურებს, შეიძლება ბარსას ვეღარ ქაჩავს, მაგრამ მინიმუმ ვალენსიას დონე მაინც არის, ან თუნდაც დაბრუნდეს სევილიაში, ნავასს მაინც აჯობებს