workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაბლო ტორეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

პაბლო ტორეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

“ბარსელონას” ახალწვეული, პაბლო ტორე კლუბის ოფიციალურ არხთან კომენტარს აკეთებს.

გაკვირვებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩავისნაირი ადამიანი ასე კარგად მიცნობს. მან დამირეკა და მითხრა, რომ გუნდის ახალ პროექტში ჩემს ადგილს ხედავს და ამიხსნა, ჩემგან რას ელის 

მე ვარ მოთამაშე, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. სწორედ ამიტომ, მას სწრაფად ვიბრუნებ. ტყავის სფეროს კარგად ვეპყრობი და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ 

გრძელვადიან პერსპექტივაში, მსურს, აქ დიდ წარმატებებს მივაღწიო, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გუნდში თავი ნელ-ნელა დავიმკვიდრო. “ბლაუგრანაში” თავმდაბლობით მოვდივარ, მაგრამ, ასევე – საკმარისი კომპეტენციით.

აქ ყოფნით მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ. ვიმედოვნებ, “ბარსას” ყველაფრით დავეხმარები. ჩემი კუმირები მესი, ინიესტა და ჩავი არიან – მათ ყოველთვის ვუყურებდი.

ასეთ დიდ გუნდში მოსვლა ძალიან მიხარია. ქალაქიც შესანიშნავია. კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ.

მე “რასინგის” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გვარდიოლას “ბარსელონასა” და ისეთი ფეხბურთელების ყურებით გავიზარდე, როგორებიც ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი არიან. მათ დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ამით ბევრი ვისწავლე.

– განაცხადა ტორემ Barça TV-სთან საუბრისას. 

“ბარსამ” 19 წლის ფეხბურთელი “რასინგიდან” 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ის კატალონიურ კლუბში 2026 წლამდე ითამაშებს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:08
    #5

    იმედია პირველ გუნდში გიხილავთ რაც შეიძლება მალე

  • nika 54
    schedule 17 ივნ 2022, 14:18
    #4

    იმედია ესეც დაიმკვიდრებს ძირითადში ადგილს.

  • C.PC5
    schedule 15 ივნ 2022, 19:34
    #3

    ესპანეთში მოძიებულმა ტალანტმა როგორც გაამართლა კი ვუყირებთ უკვე ორი წელია და კი ყალიბდება მომავლის გუნდის ლიდერად, იმედია ესეც ისე გაამართლებს როგორც პედრი✊❤️

  • Joakim Brodén
    schedule 15 ივნ 2022, 18:14
    #2

    ტყავის სფეროსო იმენა ეგრე თქვა???

  • serafime
    schedule 15 ივნ 2022, 17:34
    #1

    აბა შენ იცი, იმედები უნდა გაამართლო🤩 ჩავის ხელში მაღალი დონის
    ნახევარმცველი დადგება.