workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა ჟენევაში გაემგზავრა

ჟოან ლაპორტა ჟენევაში გაემგზავრა

დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა, რათა UNHCR-სთან (United Nations High Commissioner for Refugees) პარტნიორობა ოფიციალურად დაედასტურებინა.

ლაპორტა UNHCR-ს პრეზიდენტ ფილიპო გრანდის შეხვდა, სადაც ისინი, ლტოლვილი ბავშვების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, თანამშრომლობასა და ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ. კონტრაქტის მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სპორტის მეშვეობით ამ ბავშვებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემაა.

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსა” და UNHCR ყოველ სეზონში, 4 პროექტში, – კოლუმბიაში, თურქეთში, უგანდასა და მალაიზიაში, – 400 000-იან ინვესტიციას ჩადებენ.

UNHCR-ის ლოგო მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ფორმის უკანა მხარეს განთავსდება.

“ბარსელონას”, “ბარსას” ფონდსა და UNHCR-ს შორის დამყარებული კავშირით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, ფეხბურთთან, ლტოლვილებთან დაკავშირებით, ბევრი კარგი სიტყვა ასოცირდება: თანადგომა, ჯანმრთელობა, მოტივაცია, იმედი…

მადლობა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. 

– წერს ფილიპო გრანდი ტვიტერზე.

ამ შეთანხმებით ამაყები ვართ. UNHCR-სთან ერთად სამყაროს უკეთესს გავხდით. ჩვენი მიზანი გოგოებისა და ბიჭების ცხოვრების გაუმჯობესებაა.

– განაცხადა ლაპორტამ Barça TV-სთან საუბრისას.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:01
    #3

    კაცური კაცია ლაპორტა, არ გავს ბართომეუს

  • El pistolero 9
    schedule 14 ივნ 2022, 22:09
    #2

    შვეიცარიის დედაქალაქი ბერნია

  • nika 54
    schedule 14 ივნ 2022, 19:23
    #1

    მიუხედავად იმისა რო ასე გვიჭირს, ლაპორტა მაინც ახერხებს იქით დაეხმაროს უამრავ გაჭირვებულს.