კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რაფა მარკესი დაუბრუნდა ყოფილ ქალაქს, მაგრამ ამჯერად სანაკრებო მატჩისთვის. ჩილესა და მექსიკას შორის ამხანაგური მატჩი ბარსელონაში გაიმართა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონაში დაბრუნება?
–აქ ბევრი მოგონებით დავბრუნდი. აქ ცხოვრების ერთი მშვენიერი ნაწილი გავატარე.
–კიდევ ეკონტაქტებით თქვენს კოლეგებს?
–რა თქმა უნდა. ისინი მიყვებიან იმას თუ რა კარგად მიდის ყველაფერი კლუბში.
-ყველაზე ხშირად ვისთან საუბრობთ?
-ლეოსთან, პუიოლთან და ჩავისთან. რამდენიმეს სამწვრთნელო შტაბიდანაც ვეკონტაქტები.
–ესპანეთის სუპერ თასის გათამაშებას, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ უყურეთ?
–რა თქმა უნდა. მე ვცდილობ ვუყურო “ბარსელონას” ყველა თამაშს. ამასთან, ვცდილობ ყველასთან შევინარჩუნო ის ურთიერთობა, რაც ჩემს წასვლამდე ფეხბურთელებთან მქონდა.
-რას ფიქრობ გუნდზე?
–ყველაფერ კარგს. ისინი განაგრძობენ იგივე სტილით თამაშს და ძლიერდებიან ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც სესკი და ალექსისი არიან. ისინი შეიძლება ფიზიკურად მზად არ არიან, მაგრამ მათ კლასი უწობთ ხელს.
–რას იტყვით დაცვის ცენტრის პრობლემაზე?
–არიან კარგი ფეხბურთელები სათადარიგოთა სკამზე. აბიდალსაც კარგად გამოსდის ამ პოზიციაზე თამაში. პიკე საკმაოდ საიმედოა, მასკერანოზეც იგივეს ვიტყვი. პუიოლმა თითქმის მოირჩინა ტრავმა. ამ პოზიციაზე სანერვიულო აღარაფერია.
-როგორ გრძნობ თავს, როცა ფიქრობ, რომ ოდესღაც ამ ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდი?
-ძალიან მსიამოვნებს და თავს ამაყად ვგრძნობ. ბედნერი ვარ, რომ ამ დიდი კლუბის პატარა ისტორია მეც დავწერ. გამიმართლა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი.
–დღევანდელი “ბარსელონა” ის გუნდია, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება შეუძლია?
–გუნდმა უნდა გაიმეოროს ის წარმატება, რომელიც წინა სეზონში ჰქონდათ. მთავარია არ გაჩერდნენ.
–რა გასწავლათ გვარდიოლამ და რას ფიქრობთ მასზე?
–ის ყოველხმრივ იდეალური მწვრთნელია. ის ჭკვიანია, ყურადღებიანი. მისი ტაქტიკა უდგება ყველა ფეხბურთელსა და ყველა მოწინააღმდეგეს. მას იმდენად კარგად გამოსდის ყველაფერი, რომ რჩება დრო, ფეხბურთელებს ესაუბროს ინდივიდუალურად.
–რა ხდებოდა გასახდელში?
–სანამ პეპი პოვიდოდა გასახდელში არც ისე კარგი სიტუაცია იყო. მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი დალაგდა და უკეთესად ავთამაშდით.
–ესტურებით თუ არა თქვენს მეგობრებს?
–სიამოვნებით, მაგრამ თითქმის ყველა სანაკრებო მატჩებისთვის ქალაქიდანაა გასული.
–როგორ ეწყობით ტიერი ანრის “რედ ბულსში”?
–ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ვეხმარებით ერთმანეთს განვითარებაში. ახლაც ბედნერი ვარ.
–საუბრობთ “ბარსელონაზე”?
–ამ გუნდზე ყველა საუბრობს ამერიკაში, მაგრამ ნიუ-იორკში ჩვენ სხვა საზრუნავიც გვაქვს.
–რას ნიშნავს რაფა მარკესისთვის ფეხბურთში წარმატების მიღწევა?
–ახლა მე მხოლოდ მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში. აქ არ არის ისეთი წნეხი და ოჯახთანაც მეტ დროს ვატარებ. ახლა კარგად ვთამაშობ და მინდა ასევე გავაგრძელო. სანაკრებო მატჩებშიც მინდა წარმატებას მივაღწიო.
ეს ჩემი 100-ე სტატიაა!!