ბოლო პერიოდში “ბარსელონას” ანხელ დი მარია დაუკავშირეს – გავრცელებული ცნობებით, არგენტინელი კატალონიური კლუბისგან შემოთავაზებას ელოდება.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტრანსფერი გამორცხული არაა, “ბარსა” დი მარიას შეძენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ უსმან დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს ან გუნდი რაფინიას მოყვანას ვერ შეძლებს.
34 წლის ფეხბურთელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, “იუვენტუსისგან” წინადადება აქვს, თუმცა არგენტინელის პრიორიტეტი “ბარსელონაა”.
Relevo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” დი მარიას კანდიდატურას განიხილავს, რადგან მის უნივერსალურობასა და გამოცდილებას აფასებს, რასაც ისიც ემატება, რომ ფეხბურთელს გუნდზე სწრაფი გავლენის მოხდენა შეეძლება.
ანხელს ესპანეთში თამაში სურს და “ბარსა” მოსწონს. მასა და კატალონიურ გრანდს შორის კონტაქტი უკვე შედგა და პოზიტივი შეინიშნება. თანაც, კლუბს არგენტინელის დამატება უფასოდ შეუძლია. თუ ეს ტრანსფერი შედგა, დი მარია “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ “იუვენტუსი” ანხელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, მაგრამ არგენტინელი 2023 წელს “როსარიო სენტრალში” დაბრუნებას გეგმავს, რის გამოც, მას “ბარსაში” 1 წლით ასპარეზობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს.
აღნიშნულ ცნობებს ფაბრიციო რომანო და მატეო მორეტოც ადასტურებენ და დასძენენ, რომ დი მარიამ “ბარსელონას” თანხმობა უკვე განუცხადა. კატალონიელებს მის აგენტთან კავშირი უკვე ჰქონდათ.
ტონი ჟუანმარტის მტკიცებით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” არგენტინელის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობენ და ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგეს.
ამ პოზიციაზე ჩავის პრიორიტეტი რაფინიაა, თუმცა, “ლიდს იუნაიტედი” მასში 55 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეთანხმებას ართულებს (მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა “ლივერპულის” წინადადება დაბლოკა და მხოლოდ “ბარსაში” გადმოსვლა სურს), უსმან დემბელეზე კი კლუბში უკვე ფიქრობენ, რომ ის თითქმის წასულია. ლონდონში გავრცელებული ცნობებით, ფრანგი “ჩელსის” შეუთანხმდა.
COPE იუწყება, რომ ამჟამად დი მარია შვებულებას როსარიოში ატარებს და საკუთარ მომავალს მალე გადაწყვეტს. ის არგენტინაში ლიონელ მესის პირადი თვითმფრინავით, თავად ლეოსთან, ჯოვანი ლო სელსოსა და როდრიგო დე პაულთან ერთად გაემგზავრა.
მშვენიერი ტრანსფერი თანაც უფასოდ
ალვეში 39 წლის პიკე 35 წლის ალბა 33 წლის ბუსკეტსი 34 წლის ობამეიანგი 33 წლის ლევანდოვსკი 34 წლის დიმარია 34 წლის …….მახსოვს აქ წერდნენ აჰ ეგრე როგორ შეიძლება გუნდი მესიზე ზედმეტად დამოკიდებულიაო

დიმარია და ლევანაზე ფიქრობ და ამ დროს მესის აგდებ კაროჩე რა.
ესეც კარგი ვარიანტია. ოღონდ ფრენკის გაყიდვიდან აღებული ფულით ნევესი და კულიბალი დაიდოს.
ან ესეთი ვარიანტიცაა – დი მარიას მოყვანის მიუხედავად რაფინიას მაინც იყიდიან, ტორესი და ფატი მარცხნივ და დეპაი გაიყიდება.
ჯერ იმიტო მკიდია მადრიდისტაა და მეორე კიდე ბარსას ჭირდება განახლება ერთწლიანი იგროკებით ეს შეუძლებელია, თორე კლასი რომ აქვს და თამაში შეუძლია ვიცით. მე არ მსურს დიმარიას ბარსაში ხილვა და ჩემი მიზეზები მაქვს.
შეასრულოს უნდა ბერნაბეუზე
34 წელი დღევანდელი ფეხბურთელებისთვის ბევრი არაა , იქიდან გამომდინარე როგორც უვლიან საკუთარ სხეულსა და თავს , მითუმეტეს როდესაც ამ დონის ვარსკვლავზე და პროფესიონალზე ვსაუბრობთ , სისწრაფე არ აკლია , ეგრედ წოდებული დიხანია ამას რომ აქვს მთელ გუნდს არ აქვს , უელენთო ფეხბურთელს ეძახიან , არ იღლება , დარტყმა ძალიან კარგი აქვს , პასი იდეალური აქვს , ინტელექტიც საკმაოდ მაღალი აქვს , დრიბლინგი , ჩაწოდება , სივრცის აღქმა , პოზიციის შერჩევა , ზონებს შორის პასი და გადაადგილება , გადამწყვეტ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება , ყველაფერი უკეთესი აქვს ვიდრე დემბელეს , ერთადერთი მინუსი აქვს ტრავმა , მაგრამ დემბელეზე ბევრად იშვიათად იტრავმება , რავი მე მივესალმები თან უფასოდ და თუ რამეა სკამსაც გააძლიერებს , თუ მართლა მოიყვანენ 55 მილიონად ნაყიდ რაფინიას მირჩევნია და დემბელეს ხო მირჩევნია და მირჩევნია , ვნახოთ რა იქნება
დი მარია განორიცხეთ
დიმკა, ლევანა, ფატი, ტორესი, ობამა, დეპაი??
კარგი შეტევა იქნება, თან ძაან კარგი, უფასოდ დიმარიას მოყვანაზე უარი რატომ უნდა თქვა ვერ ვხვდები, დემბელეს და რაფინიას ორივეს ერთად აღებულს მირჩევნია
თუ ეკონომიაზე მიდგა საქმე, მაშინ უფასოა და უნდა მოიყვანონ, ეს და აბდე ფლანგს გაამაგრებდნენ, ერთმანეთს შეენაცვლებიან ხოლმე და გამოვიდოდა რამე 😅
🚨 ანხელ დი მარია – update 👇
⭕️ იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი და იუვენტუსი ჯერ შეთანხმებას ვერ ახერხებენ, საქმეში ბარსელონაც ჩაერთო 👀
☑️ კატალონიური კლუბი არგენტინელის აგენტს უკვე დაუკავშირდა 🇦🇷
მოიყვანონ 1 2 წლით დიმკა გაასწორებს სკამზეც არიტყვის უარს ხანდახან ძირითადშიც იქნება
Megobaro upasod mogyavs tipi romelic ar cherdeba tamasshi ramdeni wlisac arunda iyos centrshic daayeneb ro dagchirdes marcxena kraizec marjvena kraizec sachiroebebis shemtxvevashi dzalian magari pasiaqvs da motyueba da golis gatanac ar eshleba dimkas ai mayuts ro vixdidet kide dapiqrdeboda kaci mara am gachirvebashi gunds ro zustad 1-2 weli uchirs yvelaze kai shemtxvevashi upasod dimarias moyvanis shesadzlevloba idealuria tipi ici rac aris ramden gundshic itamasha da ramden ligashic yvelgan dado tavisi sityva da ravi meti raazri ginda ver vxvdebi
რაფინია ძაან კაი ტრანსფერი იქნებოდა ლიდსი რო გავარდნილიყო და 25 მილონად გამოესყიდათ თავიდან ბოლომდე. მაგრამ ახლა ამ ჩვენს იდიოტებს 55 მილიონი + ბონუსები რო გადაახდევიონ ნამეტანი იქნება, თან იმის გათვალისწინებით რა ფინანსურ მდგომარეობაში ვართ
იმედია ეგრეც მოხდება და მოიყვანენ დიმკას
ეს მოიყვანონ და რაფინიას ნაირი ტალანტები თითო სამ კაპიკად ყრია ბრაზილიაში, პლიუს აბდე დააწინაურონ არაა ეგ ბიჭი ცუდი, რაფინიაში იმდენი ფულის გასროლა უაზრობაა მემგონი.
აუ დემბელე და რაფინია არა შაშაკოლა. დი მარია და ფერან ტორესი მარჯვნივ, ფატი დეპაი მარცხნივ
რავი ძმაო ლევიც ასაკშია, მარა ისიც თუ მოვა და პლიუს 34 წლის დი მარიაც ძაან უაზრო ნაბიჯი იქნწბა, დი მარიას მოყვანის აზრს ვერ ვხედავ მე.
მოდი დიმა მოდიიი
ამის იმედზე ვერ ვიქნებით 34 წლისაა შესაბამისად ტრამვის ალბათობა დიდია . ამას მარტო ვერ ჩავაბარებთ მთლიან კრაის.. სხვაც გვინდა პესპექტიული ახალგაზრდა
ამაზე უკეთეს ვერც ვერავის მოიყვანენ ამ სიტუაციაში.2 წელი მშვენივარდ გაქაჩავს დიმკა ლევანასთან ერთად რა რაფინია ხოარ აკაჩავენენ.უფასოდ თან