workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ანხელ დი მარიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბარსელონა ანხელ დი მარიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბოლო პერიოდში “ბარსელონას” ანხელ დი მარია დაუკავშირეს – გავრცელებული ცნობებით, არგენტინელი კატალონიური კლუბისგან შემოთავაზებას ელოდება.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტრანსფერი გამორცხული არაა, “ბარსა” დი მარიას შეძენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ უსმან დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს ან გუნდი რაფინიას მოყვანას ვერ შეძლებს.

34 წლის ფეხბურთელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, “იუვენტუსისგან” წინადადება აქვს, თუმცა არგენტინელის პრიორიტეტი “ბარსელონაა”.

Relevo-ს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” დი მარიას კანდიდატურას განიხილავს, რადგან მის უნივერსალურობასა და გამოცდილებას აფასებს, რასაც ისიც ემატება, რომ ფეხბურთელს გუნდზე სწრაფი გავლენის მოხდენა შეეძლება.

ანხელს ესპანეთში თამაში სურს და “ბარსა” მოსწონს. მასა და კატალონიურ გრანდს შორის კონტაქტი უკვე შედგა და პოზიტივი შეინიშნება. თანაც, კლუბს არგენტინელის დამატება უფასოდ შეუძლია. თუ ეს ტრანსფერი შედგა, დი მარია “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “იუვენტუსი” ანხელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, მაგრამ არგენტინელი 2023 წელს “როსარიო სენტრალში” დაბრუნებას გეგმავს, რის გამოც, მას “ბარსაში” 1 წლით ასპარეზობის პერსპექტივა უფრო ხიბლავს. 

აღნიშნულ ცნობებს ფაბრიციო რომანო და მატეო მორეტოც ადასტურებენ და დასძენენ, რომ დი მარიამ “ბარსელონას” თანხმობა უკვე განუცხადა. კატალონიელებს მის აგენტთან კავშირი უკვე ჰქონდათ.

ტონი ჟუანმარტის მტკიცებით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” არგენტინელის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობენ და ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

ამ პოზიციაზე ჩავის პრიორიტეტი რაფინიაა, თუმცა, “ლიდს იუნაიტედი” მასში 55 მილიონ ევროს ითხოვს, რაც შეთანხმებას ართულებს (მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელმა “ლივერპულის” წინადადება დაბლოკა და მხოლოდ “ბარსაში” გადმოსვლა სურს), უსმან დემბელეზე კი კლუბში უკვე ფიქრობენ, რომ ის თითქმის წასულია. ლონდონში გავრცელებული ცნობებით, ფრანგი “ჩელსის” შეუთანხმდა. 

COPE იუწყება, რომ ამჟამად დი მარია შვებულებას როსარიოში ატარებს და საკუთარ მომავალს მალე გადაწყვეტს. ის არგენტინაში ლიონელ მესის პირადი თვითმფრინავით, თავად ლეოსთან, ჯოვანი ლო სელსოსა და როდრიგო დე პაულთან ერთად გაემგზავრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (26)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2022, 16:28
    #26

    აუცილებლად მოსაყვანია, 1 წელი კი არა გაგრძელებასაც მოვთხოვთ, ლა ლიგაც ზეპირათ იცის და დემბელეს ადგილზე ბევრად ეფექტური იქნება ვიდრე ის შავი ცხენი იყო.

  • Bakero
    schedule 06 ივნ 2022, 23:11
    #25

    ციტატა: JasoN

    ციტატა: Bakero
    ალვეში 39 წლის პიკე 35 წლის ალბა 33 წლის ბუსკეტსი 34 წლის ობამეიანგი 33 წლის ლევანდოვსკი 34 წლის დიმარია 34 წლის …….მახსოვს აქ წერდნენ აჰ ეგრე როგორ შეიძლება გუნდი მესიზე ზედმეტად დამოკიდებულიაო joy joy joy joy joy


    მალე კატარსიზი ჩამოივლის ბარსას სათადარიგოსთან ყვირილით აბა მატყუარა ბორში და შავი პურიო


    " ვინც გამოიქცა სწორად მოიქცა " smile კოტე ყუბანეიშვილი

  • JasoN
    schedule 06 ივნ 2022, 22:43
    #24

    ციტატა: Bakero
    ალვეში 39 წლის პიკე 35 წლის ალბა 33 წლის ბუსკეტსი 34 წლის ობამეიანგი 33 წლის ლევანდოვსკი 34 წლის დიმარია 34 წლის …….მახსოვს აქ წერდნენ აჰ ეგრე როგორ შეიძლება გუნდი მესიზე ზედმეტად დამოკიდებულიაო joy joy joy joy joy


    მალე კატარსიზი ჩამოივლის ბარსას სათადარიგოსთან ყვირილით აბა მატყუარა ბორში და შავი პურიო

  • La Pulga10
    schedule 06 ივნ 2022, 21:23
    #23

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    1 წლით შესანიშნავი ტრანსფერია


    ნამდვილად.კლასი იმხელა აქვს მთელ გუნდს ეყოფა,თანაც აბდეც დაწინაურდება,არამგონია რაფინია ბევრად უკეთესი იყოს მაგ ბიჭზე.მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს თორემ ამ ასაკში ამდენს დარბოდე რავიცი.ფატი,დეპაი,ტორესი,ლევანა,დიმკა და აბდე.

  • Adamatraore
    schedule 06 ივნ 2022, 21:03
    #22

    ეს კაცი რო არ დაიდოს ზაფხულში ლაპორტა იქნება სლე ნახავთ მსოფლიოზე იფრენს გიჟია უკლასნესია რაფინიას მირჩევნია ყველაფრით. ამის შორიდან გოლები და თავზე გადაგდებები ხო რავი ხელოვნებაა დიდი იმედი მაქ არ გავმაზავთ და იუვეს არ გავატანთ თან უფასოა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 ივნ 2022, 20:11
    #21

    1 წლით შესანიშნავი ტრანსფერია