workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიეკე მარტენსი პსჟ-ში უფასოდ გადადის

ლიეკე მარტენსი პსჟ-ში უფასოდ გადადის

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლიეკე მარტენსი “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” უფასოდ გადადის და ამას კატალონიელებისთვის მიუღებელი ფორმით აკეთებს.

მარტენსს “ბარსელონასთან” კონტრაქტი თვის ბოლოს უმთავრდება. Sport-ის ცნობით 29 წლის ნიდერლანდელი პსჟ-ს უკვე შეუთანხმდა. ის დღეს საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფებოდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე კი პარიზულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სამ ქალ ფეხბურთელს შორის იქნება.

რამ გააღიზიანა “ბარსა”? კატალონიელებმა მარტენსს ახალი კონტრაქტი დაახლოებით ერთი წლის წინ შესთავაზეს და სიტყვიერი თანხმობაც მიიღეს, მაგრამ ნიდერლანდელი კონტრაქტს ხელს არა და არ აწერდა. როგორც ირკვევა, მარტენსმა პსჟ-სთან შეთანხმებას ჯერ კიდევ თებერვალში მიაღწია, რის შესახებაც “ბარსელონასთვის” მას დღემდე არაფერი უთქვამს. ბოლოს ნიდერლანდელმა “ბლაუგრანას” წარმომადგენლების ზარსაც კი არ უპასუხა.

ლიეკე მარტენსი “ბარსელონაში” 2017 წელს გადმოვიდა. იმავე წელს ის FIFA-სა და UEFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მარტენსმა “ბარსას” მაისურით 156 თამაში ჩაატარა, 73 გოლი გაიტანა და 13 ტიტული მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 04 ივნ 2022, 15:42
    #5

    ლიკეც ლამაზია

  • me da barca
    schedule 04 ივნ 2022, 05:40
    #4

    ჰოოდა შიგ …. გაიგე ალბათ, თანაც ქალი ხარ

  • nika 54
    schedule 03 ივნ 2022, 17:42
    #3

    ციტატა: CHEPE
    ეეე ლიკეე როგორ მევასები და ხომ ხარ ღირსი გინება აგისრულო შენც მაინც ხარ ქალი😂😂😂😂
    პსჟ ში რაუნდა ვერაფერს იგებს მაინც თუ თავში აუარდა ბასელონაში ტიტულები


    ტიტულები საკმაოდ აქვს, ეხლა ფული დასჭირდა ეტყობა.

  • cruyff9
    schedule 03 ივნ 2022, 00:40
    #2

    როგორ მევასება არადა ეს სიყვარულიკი გოგო

  • ROUCH
    schedule 03 ივნ 2022, 00:26
    #1

    წავიდეს ერთი ამის ტრამვიანი კარგიც მოვიკითხე. 10 ნომერი რო წავიდა ხო იმიტო მოიგო ლიგა.ჩვენც ჩაგვიჯვა საქმეში. არ დამესიოთ მესიზე არ ვამობ