workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი და ბარსელონა ამხანაგურ მატჩებზე ვერ თანხმდებიან

ჩავი და ბარსელონა ამხანაგურ მატჩებზე ვერ თანხმდებიან

RAC1-ის ცნობით, ჩავი ერნანდესი და “ბარსელონა” ამხანაგურ შეხვედრებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. 

მწვრთნელს სურს, პრესეზონი ამერიკული ტურით დაასრულოს და აქცენტი ვარჯიშზე გააკეთოს, მაგრამ ხელმძღვანელობის წევრები ფიქრობენ, რომ, მეტი ფულის გამომუშავების მიზნით, 4 ამხანაგური მატჩის ჩატარება კარგი იდეა იქნება.

ამჟამად “ბარსელონას” 2 ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული – კატალონიელები 20 ივლისს “ინტერ მაიამის” შეხვდებიან, 31 ივლისს კი “ნიუ იორკ რედ ბულზს” დაუპირისპირდებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • პავლოვიჩი56
    schedule 31 მაი 2022, 20:27

    ჩავის მალე გაუშვებენ. ჩავის მოყვანა ,ტრიუკი-აფიორა იყო მესის წასვლის ნაწილობრივ გადაფარვისთვის.

  • Albicelecte
    schedule 31 მაი 2022, 18:51

    რამდენს იხდიან რო?
    კაი ეს ამერიკული ტურნე გასაგებია, კიდევ დამატებით 4 მატჩს გეგმავს ლაპორტა?
    რისთვის, რომ გუნდი შეთამაშდეს თუ რომ ფული აკეთოს?
    მიდგომებია მნიშვნელოვანი აქ, დამოკიდულება

  • El pistolero 9
    schedule 31 მაი 2022, 18:33

    მწვრთნელს უნდა დაუჯერონ ამ შემთხვევაში. მოხოდოს გუნდი ფიზიკურად და სეზონის ბოლოს დაიდება ტიტულიც იმედი მაქვს.

  • C.PC5
    schedule 31 მაი 2022, 16:50

    ციტატა: nika 54

    ციტატა: C.PC5
    მერე რა არი შეუთანხმებელი, ნუ ათამაშებს პირველი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ვისაც ძირითადში მოიაზრებს, ახლა ფულის გამომუშავების ნებისმიერი გზა მისაღებია ბარსელონასთვის, ჩავის კიდე უკეთესი წარმოდგენა ექნება მთლიან რესურსზე, უფრო კარგად გაიგებს მეორე გუნდიდან თუ უნდა ქონდეს ვინმეს იმედი.

    როცა ამხანაგურ თამაშზე მეორე გუნდს ათამაშებ, ის ვინც ამაში ფულს გვიხდის მაიამი იქნება თუ რედ ბულზი, პრეტენზიას წარმოადგენენ. იმიტომ რო მათ ბარსელონას ხილვა უნდათ და ფულსაც ამაში იხდიან, მეორე სასტავზე მაყურებელი არ მივა და ვერც ფულს გადაგვიხდიან.

    მაგ მეც ვიცი, არცერთ ამხანაგურ შეხვედრაში არ გამოდის სრულად ძირითადის შემადგენლობით გუნდი, მითუმეტეს არც ათამაშებენ 90 წუთი ძირითადის ფეხბურთელებს მაინც, ასე რომ ჩავის უარი უსაფუძვლოა მემგონი, ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელადაც უფრო მეტი დრო ექნება მითუმეტეს

  • nika 54
    schedule 31 მაი 2022, 16:32

    ციტატა: C.PC5
    მერე რა არი შეუთანხმებელი, ნუ ათამაშებს პირველი გუნდის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ვისაც ძირითადში მოიაზრებს, ახლა ფულის გამომუშავების ნებისმიერი გზა მისაღებია ბარსელონასთვის, ჩავის კიდე უკეთესი წარმოდგენა ექნება მთლიან რესურსზე, უფრო კარგად გაიგებს მეორე გუნდიდან თუ უნდა ქონდეს ვინმეს იმედი.

    როცა ამხანაგურ თამაშზე მეორე გუნდს ათამაშებ, ის ვინც ამაში ფულს გვიხდის მაიამი იქნება თუ რედ ბულზი, პრეტენზიას წარმოადგენენ. იმიტომ რო მათ ბარსელონას ხილვა უნდათ და ფულსაც ამაში იხდიან, მეორე სასტავზე მაყურებელი არ მივა და ვერც ფულს გადაგვიხდიან.

  • C.PC5
    schedule 31 მაი 2022, 16:10