workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი: ბარსელონაში მყავდა თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც მთელი გულით ვთამაშობდი

ლეო მესი: ბარსელონაში მყავდა თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც მთელი გულით ვთამაშობდი

“ბარსელონას” არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი ყოფილ კლუბზე საუბრობს. 

“ბარსელონაში” მყავდა თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც მთელი გულით ვთამაშობდი.

რთული გასაგებია, რა მოხდა. “ბარსას” დატოვებას არ ველოდი – ეს შოკი იყო. მსგავს სცენარს ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ბევრი წარუმატებლობის შემდეგ, არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება უდიდესი სიამოვნება იყო და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ეს (“ბარსელონადან” წასვლა) მოხდა. 

ბარსელონაში ყველაფერი მქონდა. ამ ქალაქში ბავშვობაში ჩამოვედი – სიმართლე ისაა, რომ კატალონიაში უფრო დიდხანს ვიცხოვრე, ვიდრე არგენტინაში. ბარსელონაში ცხოვრება შესანიშნავი იყო, არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი.

აგუერო ძალიან მენატრება. მთელ დღეს მასთან ვატარებდი, ერთად ვდგებოდით, ერთად ვიძინებდით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით… დიახ, კუნი მაკლია.

მსოფლიო ჩემპიონატი? მუნდიალზე მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. ტურნირი რთული იქნება.

ეჭვგარეშეა, რომ ქარიმ ბენზემა “ოქროს ბურთს” იმსახურებს. მას გასაოცარი სეზონი ჰქონდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დააგვირგვინა.

ლევანდოვსკის სიტყვები? ყველა იმას ამბობს, რაც სურს. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და არ მაინტერესებს. რობერტის ნათქვამს არ ვეთანხმები. აღვნიშნე, რომ პოლონელს “ოქროს ბურთი” ეკუთვნოდა, მაგრამ არა იმ წელს, როცა ეს ჯილდო მე მოვიგე. 

ფინალისიმა? ეს ოფიციალური ტურნირია, რომელსაც UEFA აღიარებს. მინდა, ჩემთვის, “ალბისელესტესა” და არგენტინელი ხალხისთვის კიდევ ერთი თასი მოვიგო. 

კორონავირუსმა ჩემი ფილტვები ძალიან დააზიანა. ძლიერი სიმპტომები მქონდა – ხველა, ყელის ტკივილი, ცხელება და ა.შ. ვერ ვვარჯიშობდი.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო გუნდის ყოლა საჭირო არაა. არის სიტუაციები, მომენტები და ფსიქოლოგიური ფაქტორები… შესაძლოა, გათამაშებას მცირე დეტალის გამო გამოეთიშო. “რეალი” წელს ყველაზე ძლიერი კლუბი არ იყო, მაგრამ მათ ყველა დაამარცხეს.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა. ალბათ, ამას ტელევიზორში და სოციალურ ქსელებში ხედავთ.

რას გავაკეთებ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ? არ ვიცი, ბევრი რამის გაანალიზება მმართებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ჩემთვის რთული ჩანს.

არგენტინელი ჟურნალისტები და, ზოგადად, ხალხი ნაკრებსა და ჩემს მიმართ აგრესიულნი იყვნენ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ისინი მეტი პატივისცემით მესაუბრებიან.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი თამაში? ჯერ ეს მუნდიალი დავასრულოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს. 

მბაპეს სიტყვები CONMEBOL-ზე? არ ვიცი, კილიანმა რა თქვა. როცა ამ საკითხზე ესპანელებთან ვსაუბრობდი, ვხედავდი, რომ მათ კარგად ესმოდათ, როგორი რთულია მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და სამხრეთ ამერიკაში ასპარეზობა.

იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გასულიყო, ტურნირის ფავორიტი იქნებოდა.

არგენტინისთვის, ჩემი შვილებისა და ცოლისთვის ვთამაშობ.

არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე “ბარსელონას” გარდა სხვა კლუბში ვითამაშებდი, მაგრამ ასე მოხდა.

მარადონასთვის მიძღვნილი გოლი? როცა დასაძინებლად მივდიოდით, ანტონელას ვუთხარი, რომ დიეგოსთვის რამე უნდა გაგვეკეთებინა. ჩემი სახლის ზედა სართულზე მუზეუმია, სადაც ჯილდოები და ფორმები ინახება – იქ შევედი და სკამზე მარადონას “ნიუელს ოლდ ბოისის” 10-ნომრიანი მაისური დამხვდა. არც მახსოვდა, რომ ის მქონდა.

არგენტინის ნაკრებში ყველა მატჩს ფინალივით ვთამაშობთ.

– ციტირებს ლეოს სიტყვებს TyC Sports.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ანდალუზია
    schedule 31 მაი 2022, 15:42
    #10

    ციტატა: ანდალუზია
    ადამიანს რომელსაც ფული უყვარს ის ვერასდროს შექმნის ღირებულს.ლაპორტამ სინამდვილეში ყველა გააბითურა,თავმოყვარეობა რომ ქონდეს ბარსას ფანებს კინწისკვრით არის გასაგდები,მაგრამ ლეოს წასვლაზე( (გაგდებაზე) 10 კაცი იყო გარეთ გამოსული,აქ დამთავრდა ყველაფერზე საუბარი. ალბათ ეს პერიოდიც გადასატანი აქვს გუნდს.
    ლეო შენ უდიდესი ხარ ,საოცრება.როცა შედიხარ ბარსელონას მუზეუმში და ამ კაცის ოქროს ბუცებს,ბურთებს ხედავ,ჯილდოებს თუ რა ეპოქა შექმნა ამ ადამიანმა,აი აქ თუ გულმა არაფერი გითხრა,დაანებო უნდა მაშინ თავი,ფეხბურთის ყურებას და ჩაუჯექი მოტო ბურთს.

  • geobcn33
    schedule 31 მაი 2022, 02:29
    #9

    ეჰ ლეოო ლეოო:( შენი წასვლით ( გაგდებით) მხოლოდ ბარსას კიარ დააკლდი არამედ მთელს საფეხბურთო სამყაროს, ყველამ ვნახეთ ბარსას გარეშე მოთამაშე მესი, და მესის გარეშე მოთამაშე ბარსა! უდავოა რომ ბავშობიდან ერთ გუნდზე შეზრდილი სხვაგან ისეთი ვერ იქნება როგორიც ძველ გუნდში! ყველაზე დიდი ხარ ვინც კი ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში! რამდეჯერაც სტადიონს და მუზეუმს ვეწვევი ხოლმე მეამაყება რომ ამ კლუბში გითამაშია! შენ წასვლით პირადად მე ძალიან ცუდად ვიყავი! ნახავდი ჩემს მოწერილებს შენს ინსტაგრამზე! იმედია ერთ მშვენიერ დღეს შენს ოჯახში დაბრუნდები! არგენტინელო პატა ბიჭო💙❤️

    ციტატა: geobcn33
    ეჰ ლეოო ლეოო:( შენი წასვლით ( გაგდებით) მხოლოდ ბარსას კიარ დააკლდი არამედ მთელს საფეხბურთო სამყაროს, ყველამ ვნახეთ ბარსას გარეშე მოთამაშე მესი, და მესის გარეშე მოთამაშე ბარსა! უდავოა რომ ბავშობიდან ერთ გუნდზე შეზრდილი სხვაგან ისეთი ვერ იქნება როგორიც ძველ გუნდში! ყველაზე დიდი ხარ ვინც კი ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში! რამდეჯერაც სტადიონს და მუზეუმს ვეწვევი ხოლმე მეამაყება რომ ამ კლუბში გითამაშია! შენ წასვლით პირადად მე ძალიან ცუდად ვიყავი! ნახავდი ჩემს მოწერილებს შენს ინსტაგრამზე! იმედია ერთ მშვენიერ დღეს შენს ოჯახში დაბრუნდები! არგენტინელო პატარა ბიჭო💙❤️

  • ანდალუზია
    schedule 30 მაი 2022, 23:18
    #8

    ადამიანს რომელსაც ფული უყვარს ის ვერასდროს შექმნის ღირებულს.ლაპორტამ სინამდვილეში ყველა გააბითურა,თავმოყვარეობა რომ ქონდეს ბარსას ფანებს კინწისკვრით არის გასაგდები,მაგრამ ლეოს წასვლაზე( (გაგდებაზე) 10 კაცი იყო გარეთ გამოსული,აქ დამთავრდა ყველაფერზე საუბარი. ალბათ ეს პერიოდიც გადასატანი აქვს გუნდს.
    ლეო შენ უდიდესი ხარ ,საოცრება.როცა შედიხარ ბარსელონას მუზეუმში და ამ კაცის ოქროს ბუცებს,ბურთებს ხედავ,ჯილდოებს თუ რა ეპოქა შექმნა ამ ადამიანმა,აი აქ თუ გულმა არაფერი გითხრა,დაანებო უნდა მაშინ თავი,ფეხბურთის ყურებას და ჩაუჩექი მოტო ბურთს.

  • me da barca
    schedule 30 მაი 2022, 21:27
    #7

    ციტატა: ROUCH
    ო მოდი იდი<<ცენზურის დარღვევა>> ვადა რატო ამოიწურე თუ ასე კარგად იყავი ბარსაში ყველაფერი გქონდა და თან ლიგის მოსაგებად ძლიერი გუნდი და თანაგუნდელები საჭირო არაა. ბოლო ნახევარ საათში მოგეწერა ხელი შე ანტინელა მოტყ*ულო. ეხლა რო აიქაფე პირი ლაპარაკით


    რომ გააგრძელო ამისთვის კლუბის მხრიდანაც უნდა იყოს თანხმობა, შესთავაზა კლუბმა და უარი უთხრა? არავინ არ იცის რას სთავაზობდა გაიძვერა ლაპორტა. დარწმუნებული ვარ პრობლემა არ იქნებაო ეუბნებოდა და ბოლოს აუფრიალა ცხვირწინ ტებასის პეირ ფლეის საბუთი. შენ შენი აზრი გაქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მესის არსად წასვლა არ უნდოდა მაგ დროს. მაფიოზმა ლაპორტამ გამოიყენა და გადააგდო მიზეზთა გამო.

  • nika 54
    schedule 30 მაი 2022, 20:29
    #6

    ამისთანა ფებურთელს ვეღარ ვნახავთ. ჩემი ასაკის გათვალისწინებით ყველა დიდი ფეხბურთელის თამაში მაქვს ცოცხლად ნანახი. პელესიც კი. დამიჯერეთ ლეოსნაირ წარმოდგენებს მაინც ვერ დგამდნენ. ყველაზე ახლოს კი მარადონა იყო.

  • ROUCH
    schedule 30 მაი 2022, 20:19
    #5

    ო მოდი იდი<<ცენზურის დარღვევა>> ვადა რატო ამოიწურე თუ ასე კარგად იყავი ბარსაში ყველაფერი გქონდა და თან ლიგის მოსაგებად ძლიერი გუნდი და თანაგუნდელები საჭირო არაა. ბოლო ნახევარ საათში მოგეწერა ხელი შე ანტინელა მოტყ*ულო. ეხლა რო აიქაფე პირი ლაპარაკით

  • Gigazakaradze
    schedule 30 მაი 2022, 20:17
    #4

    ფინალისიმა რა არის?

  • Kun agüeroooo
    schedule 30 მაი 2022, 20:10
    #3

    ოქროხარ ლეო ოქროო

  • C.PC5
    schedule 30 მაი 2022, 19:38
    #2

    80 წლის რომ იყოს და დაბეუნების პერსპექტივა გაჩნდეს უნდა დააბრუნონ, მხოლოდ იმისთვის რომ საკადრისი გაცილება მოუწყონ, მეტი არაფერი.

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69 ვეტერანი
    schedule 30 მაი 2022, 19:29
    #1

    არაუშავს ლეო მომავალ სეზონში რომ ამოგეწურება კონტრაქტი პსჟში დაბრუნები სახლში 😉🐐