workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი სიუტატ ესპორტივას ესტუმრა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

ჟეფრენი სიუტატ ესპორტივას ესტუმრა და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესი სიუტატ ესპორტივას ეწვია და “ბარსელონელ” თანაგუნდელებს შეხვდა.

როგორც მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ბაზაზე ჩავი ერნანდესი, დანი ალვესი და სერხიო ბუსკეტსი იმყოფებოდნენ. მათ გარდა, ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჟეფრენთან უთამაშია და ახლაც გუნდშია, ჟერარ პიკეა, თუმცა, ვეტერან მცველს ამჟამად ტრავმა აქვს.

სწრაფი ვიზიტი გამომივიდა. როგორც ყოველთვის, იმ ადამიანებმა, რომლებიც კულეებისთვის მუშაობენ და იბრძვიან, დიდი სიყვარულით მიმიღეს.

მთელი გულით მსურს, ეს დიდებული კლუბი დაბრუნდეს, ტიტულები კვლავ მოიგოს და ისეთი “ბარსელონა” შექმნას, როგორიც ეკუთვნის. 

– წერს ვენესუელელი.

[media=https://www.instagram.com/p/CeK4vAwoJif/?igshid=YmMyMTA2M2Y=]

ჟეფრენი, რომელიც ამჟამად 34 წლისაა, “ლა მასიას” აღზრდილი გახლავთ. “ბლაუგრანას” აკადემიაში ის 2004/06 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “ბარსა ც-სა” და “ბარსა ბ-ში” ითამაშა, ბოლოს კი შანსი პირველ გუნდშიც მიეცა. “ბარსას” მთავარი გუნდის მაისურით სუარესის აქტივში 34 მატჩი, 3 გოლი და ამდენივე ასისტია.

ჟეფრენის კარიერაში გამორჩეული მომენტი, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” მიერ 5-0 მოგებული “ელ კლასიკოა” – 2010 წელს “რეალთან” გამართულ შეხვედრაში ვენესუელელი პეპ გვარდიოლამ მოედანზე ბოლო წუთებში შეუშვა, მალევე კი მან ანგარიში 5-0 გახადა.

სუარესმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგები 2011 წელს დატოვა, რის შემდეგაც ლისაბონის “სპორტინგში”, ესპანურ “ვალიადოლიდში”, ბელგიურ “ეიპენში”, შვეიცარიულ “გრასჰოპერსში”, კვიპროსულ “ლარნაკაში”, ხორვატულ “სლავენ ბელუპოშსა” და ემირატების “ალ დაიდში” იასპარეზა. ახლა კი იგი ტაილანდში თამაშობს და “ლამფუნ უორიორსის” წევრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 30 მაი 2022, 21:01
    #4

    მოუვლია ამას მსოფლიო და ვერსად ვერ გაჩერდა?

  • El pistolero 9
    schedule 30 მაი 2022, 17:19
    #3

    ბოიანის არ იყოს ამის კარიერაც რა ქვესკნელისკენ წავიდა

  • riva
    schedule 30 მაი 2022, 16:49
    #2

    ესეც კაი კრკიჩი იყო ისე )

  • Memphis Depay
    schedule 30 მაი 2022, 13:43
    #1

    რეალთან რო გაიტანა მაშინ, ნეტა ის დრო იყოს ახლა, მაგრად მენატრება ის ბარსა, ყოველ მატჩს რო ველოდებოდით სიხარულით რო დავტკბარიყავით გენიოსების თამაშით, ყველა დროის ნომერ უნო გუნდი იყო 2011 წლის ბარსა.