workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Boixos Nois–ის ისტორია!

Boixos Nois–ის ისტორია!

Boixos Nois–ის ისტორია!

“ბარსას” ფანები ცნობილები როგორც culer -ები ან Penya-ები ესპანეთის მოსახლეობის 25 პროცენტს შეადგენენ. სწორედ ამ 25 პროცენტში შედის ესპანეთის პრემიერ–მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო რომელიც “ბარსას” ფანკლუბში არის გაწევრიანებული.

1909 წლამდე ბარსელონა სხვადასხვა სტადიონებზე თამაშობდა რადგანაც მას საკუთარი არ ჰქონდა 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა კლუბის პირველი მოედანი “კარერ იდუსტრია” (6,000 კაცისთვის) 1922 წელს კი ბარსელონა უკვე 20,000 ადგილიან სტადიონზე “ლეს კორტზე”-ზე გადავიდა. სწორედ ამ მოედანზე შეარქვეს “ბარსას”ფანებს cule-ები და ეს იმის გამო მოხდა რომ ხალხი რომელიც სტადიონს ჩაუვლიდა ხოლმე ხედავდა ბოლო რიგში მსხდომიარე გულშემატკივრების საჯდომებს სწორედ ამიტომ მათ შეარქვეს “საჯდომი კაცები” . ესპანურათ ეს სიტყვა შემდეგ ნაირად იწერება culé.

Penya-ები შედარებით გვიან 1944 წლისთვის გაჩნდნენ ეს იყო ხალხი რომლებიც შედგებოდნენ ძველი “ბარსას” ფეხბურთელებისგან და აგრეთვე სხვა გულშემატკივრებისგან. მათი არსებობის მიზანი გარდა იმისა რომ კლუბისთვის ეგულშემატკივრათ იყო აგრეთვე ფინანსური დახმარება რომელსაც ისინი კლუბს უწევდნენ. ყველაზე უფრო ცნობილი Penya ები არიან Boixos Nois-ის წევრები. Boixos Nois-ი არის “ბარსას” მხარდამჭერთა კლუბი რომელიც შეიქმნა 25 წლის წინ ანუ 1985 წელს. მისი წევრები ცნობილები არიან თავიანთი არანორმალური საქციელებით. ნოუ კამპის ჩრდილოეთ ტრიბუნა პირველი იარუსი ეს ის ადგილებია სადაც ტურისტებს დაჯდომას არ ურჩევენ ხოლმე რადგანაც სწორედ აქ იკრიბება ბარსას ფირმა Boixos Nois-ი. Boixos კატალონიურიდან თარგმანში ნიშნავს გიჟებს ხოლო Nois კი ნიშნავს ბიჭს. ვისაც მათი ნახვა გსურთ შეგიძლიათ დააკვირდეთ კარების უკან გაკრულ შპალერს.

წყარო: en.wikipedia.org

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward