workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორიგი იოლი გამარჯვება ელ კლასიკოში – ბარსა ესპანეთის თასის ფინალშია

მორიგი იოლი გამარჯვება ელ კლასიკოში – ბარსა ესპანეთის თასის ფინალშია

დღეს ქალთა ფეხბურთში ესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” დიდი დანაკლისის მიუხედავად მადრიდის “რეალს” იოლად სძლია.

“ბარსელონას” თამაშის წინა დღეს მელანი სერანო და კაროლინ ჰანსენი გამოაკლდნენ, შეხვედრის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე კი კიდევ ერთი ლიდერი, ჯენი ერმოსო.

ასეთი დანაკლისის მიუხედავად “ბლაუგრანა” მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. კატალონიელებმა მარტენსის, ბონმატის, კალდენტეისა და ოშოალას გოლებით 4-0 მოიგეს და კოპა დე ლა რეინას ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვეს.

მიმდინარე სეზონში ქალების “ელ კლასიკო” მეექვსედ გაიმართა და რა თქმა უნდა, ექვსივე შემთხვევაში გამარჯვება “ბარსას” დარჩა.

თასის ფინალში “ბარსას” “უელვა” შეხვდება. დაპირისპირება 29 მაისს, 13:30 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nikusha
    schedule 29 მაი 2022, 21:44
    #6

    ეს რა მშვენიერი კაპიტანი გვყავს გოგოებში ალექსია

  • me da barca
    schedule 26 მაი 2022, 21:08
    #5

    ასეთმა იოლმა გამარჯვებებმა და კონკურენციის არარსებობამ ცუდად იმოქმედა ევროპულ დონეზე.

  • nika 54
    schedule 26 მაი 2022, 16:43
    #4

    საწყენია, ლიგა როგორ წააგეს, სრული უპირატესობა ქონდა ლიონს.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 მაი 2022, 12:16
    #3

    აშკარად ძაან დაბალი კონკურენციაა ესპანეთში…

  • ROUCH
    schedule 26 მაი 2022, 03:07
    #2

    ხო ვთქვი რეალს გამოისვავენ მეთქი

  • XAVI 6-8
    schedule 26 მაი 2022, 02:03
    #1

    ლიგა როგორ ვერ მოიგეს ამ ქათმბემა🙂არაუშავს მომავალ წელს იყოს ლიგა ეხლა ეს თასიც იკმარეთ🙃