“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, პარალელურ მატჩში კი “ატლეტიკომ” “სევილიას” ვერ მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონამ” ლა ლიგაში მე-2 ადგილი გაინაღდა.
“ბარსა” “ატლეტიკოს” 5 ქულით უსწრებს, დარჩენილი კი მხოლოდ ერთი ტურია. ეს ნიშნავს, რომ მადრიდული გუნდი “ბლაუგრანას” მე-2 ადგილში ვეღარ შეეცილება და ბოლო ტურში “ვილიარეალთან” გასამართ შეხვედრაში “ბარსა” უმოტივაციოდ იქნება.
მე-2 ადგილზე გასვლა ორი ფაქტორის გათვალისწინებითაა მნიშვნელოვანი – გუნდი ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს და კლუბის ბიუჯეტი დამატებით დაახლოებით 15 მილიონი ევროთი შეივსება.
ქვეყნის სუპერ თასზე, რომელიც მომდევნო წლის იანვარში გაიმართება, ნახევარფინალში “ბარსელონას” მეტოქე თასის მფლობელი “ბეტისი” იქნება.
როდესაც “ბარსელონა” ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა, გუნდი მე-2 ადგილს 10 ქულით ჩამორჩებოდა და კლუბის მაშინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს პოზიცია საოცნებოდ მოსჩანდა.
მეც მგონია ჩავის რო ნორმალური ფეხბურთელები უყიდონ ლა ლიგაში მაინც არ ექნება პრობლემა. აი ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯერჯერობით მოძლიერება 2-3 სეზონი დასჭირდება.
Milwaukee ბოსტონს ანადგურებს
ყველას ვისაც ბარსელონა უყვარს და სულით და გულით თამაშობს,მაქსიმუმს დებს,ან აგდებენ ან ყიდიან და ამით მოტივაციას უკარგავენ.დაღმასვლის პერიოდი გახანგრძლივდა და წინ კუს ნაბიჯებით მიდის გუნდი.
ჩავი როცა მოვიდა ოთხეული საოცნებო იყო დდა ახლა მეორე ადგილი გარანტირებული გვყავს და თან რა ხალხი აათამაშა ჩავიმ: ჩამოწერილი ბებრები, გამოუცდელი ახალგაზრდები და ხალხი რომლებიც უბრალოდ საშინელ ფორმაში იყვნენ, გუნდს მენტალობაც არ ჰქონდა, ტრანსფერები რაც გაკეთდა: მორაგბე ადამა, ყ#ერანი, ობამეიანგი და ბაბუ ალვეში, ახლა ლაპორტამ გაანძრიოს ის გასქელებული და ამ კაცს ნორმალური ტრანსფერები დაუდოს