დღეს ლიონელ მესის მამა ხორხე მესი ბარსელონაში ჩავიდა. საფეხბურთო თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მესის ოჯახის წევრები კატალონიაში პერიოდულად ჩადიან ხოლმე. თუმცა საინტერესო იყო ხორხეს მიერ აეროპორტში გაკეთებული განცხადება.
ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს ვიდეოს, სადაც გულშემატკივრებისა და ხორხე მესის საუბარი ისმის. მესის მამას ეკითხებიან, დაბრუნდება თუ არა ლეო “ბარსელონაში”, რაზეც ის პასუხობს: “იმედია, ერთ დღეს”.
ამ ეტაპზე მესის “ბლაუგრანაში” დაბრუნების მოლოდინი არ არსებობს. თითქმის გამორიცხულია, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდეს. ერთი წლის შემდეგ კი ლეოს პსჟ-ს უფასოდ დატოვების უფლება ექნება.
ამ დასლეებულ პიკესთან მოაგვაროს ურთიერთობა ჯობია,რო მერე რამე თანამდებობაზე დაინიშნოს.
მესი ბარსას არ სჭირდება :დდდდდდდდდ იმენა ვიგუდებიი :დდდდდდდ
არამგონია როგორც ფეხბურთელი ისე დაბრუნდეს და არცაა საჭირო, რომელიმე თანამდებობაზე კარიერის დასრულების შემდეგ კი ბატონო.
მესი ბარსას არ სჭირდება არის ყველაზე უაზრო გამოთქმა, თუმცა არამგონია ფეხბურთელის რანგში დაბრუნდეს
გუშინ მშვენივრად ითამაშა ორი გოლიც გაიტანა.
მესი წარსულია და ბარსას არ სჭირდება
ნეტა ეს "ერთ დღეს" ამ ზაფხულს მოხდეს
ზღაპარია