მოკლე ისტორია “ტოტალური ფეხბურთისა”
სტილი რომელიც კატალონიელებმა “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამოიყენეს 70–იან წლებში, “აიაქსში” დაიბადა. ამსტერდამელთა მწვრთნელმა რინუს მიხელსმა და სტეფან კოვაჩმა პირველად “აიაქსში” წარადგინეს “ტოტალური ფეხბურთი”. ეს კლუბი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესოდ იქცა, კლუბის ლიდერი კი იოჰან კრუიფი იყო. კონცეფცია ამ განლაგების დამოკიდებული იყო მცველთა და თავდამსხმელთა რაოდენობაზე. წარმატების საიდუმლო კი მოედანზე მყოფი ფეხბურთელების ერთიანობასა და სხვადასხვა დავალებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული. ნახევარმცველი შეიძლებოდა მცველის პოზიციაზე აღმოჩენილიყო და პირიქით, ზოგიერთ ფეხბურთელს კი აშკარად გამოკვეთილი პოზიცია არ ჰქონდა და იქ ჩნდებოდა სადაც საჭირო იყო. ეს სრულიად ახალი ხილი იყო მაშინდელ ფეხბურთში.
“ბარსამ” მაგალითი “აიაქსისგან” აიღო

ეს რევოლუციური ფილოსოფია “ბარსელონაში” მიხელსმა და კრუიფმა მოიტანეს. პირველი წარმატებაც მალე მოვიდა, 1974 წელს კატალონიელებმა პრიმერა მოიგეს და ეს სისტემა მუშაობდა იქამდე სანამ თვითონ ” მფრინავი ჰოლანდიელი” არ გახდა “ბლაუგრანას” მწვრთნელი. იოჰანმა “ბარსა” 3–4–3 სისტემაზე გადაიყვანა, ერთ–ერთ ინტერვიუს დროს გილერმო ამორმა თქვა: “ეს ჩვენთვის სრული სიახლე იყო, მანამდე არასდროს გვეთამაშ 3 მცველით. 3 თავდამსხმელით გვითამაშა 4–3–3 მაგრამ, 3 მცველი ეს ძალიან საინტერესო იყო და მაშინვე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია”.
თუმცა ეს ვნებათაღელვა მალევე დაცხრა მოპოვებული ტიტულებით და წარმატებებით. “ოცნების გუნდმა” დაამტკიცა რომ ღირს გარისკვა, თუ შედეგი გახსნილი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთია.
“ბარსელონამ” შეწყვიტა ამ ტაქტიკით თამაში მას შემდეგ, რაც კლუბიდან კრუიფი წავიდა. კლუბის ახალგაზრდულ გუნდში კი ამ სქემის წიაღში ისევ იზრდებოდა ახალი თაობა. ლეო,სესკი,ანდრესი,პიკე სწორედ ასე გაიზრდნენ და “ვილიარეალთან” აჩვენეს ზუსტად ის, რაც 2007 წლის მარტში გვარდიოლამ დაწერა თავის სტატიაში: “ისინი გრძნობენ ამას, იციან რომ კიდევ შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან მათ ეს უკვე გააკეთეს”


