ჟორდი ალბა: შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ

ჟორდი ალბა: შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ

“ბარსელონამ” ლა ლიგის 35-ე ტურში “რეალ ბეტისი” 2-1 დაამარცხა და მეორე ადგილი გაიმყარა. 

მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა, ჟორდი ალბამ კომენტარი გააკეთა:

შეცვლების შემდეგ უკეთესად ავთამაშდით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რთული მეტოქის წინააღმდეგ.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალიან გვიან ჩავერთეთ.

ვართ თუ არა უფრო კომფორტულ სიტუაციაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ? დიახ, ასეა. 

მოგებები გვიან დავიწყეთ. მიმდინარე სეზონში ბევრი ქულა გავანიავეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მოვუმატეთ.

“ბარსელონა” ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.

ანსუ ახალგაზრდა ფეხბურთელია გოლის შესანიშნავი ალღოთი.

ჩემი გოლი? დავინახე, რომ ბურთი პირდაპირ ჩემთან მოდიოდა, ასეთ შანსებს დაგვირგვინება სჭირდება. ის მოხდა, რაც მოხდა. ბოლო მომენტში გაგვიმართლა, იღბლიანი ვარ, რომ გამარჯვების გოლი მე გავიტანე.

შემდეგ სეზონში ლა ლიგა უნდა მოვიგოთ. ჩვენ შესაბამისი შემადგენლობა და ტექნიკური გუნდი გვყავს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 08 მაი 2022, 13:03

    გააჩნია ამ ზაფხულს რა მოხდება, ვის მოიყვანენ ერთი კარგი გამტანი მცველებთან ერთად აუცილებლად გვინდა.

  • El pistolero 9
    schedule 08 მაი 2022, 11:58

    ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გვიან ჩავერთეთო?! სხვაობა რამდენიც იყო ისევ იმდენია და სად ჩაერთე??

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მაი 2022, 08:34

    ამ გუნდს მართლა აქვს პერსპექტივა ლალიგის მოგების, კარგი ტრანსფერებით და ნაგვის გაყრით შეიძლება ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდეთ😍

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2022, 01:59

    რაო, ლიგა უნდა მოვიგოთო?

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მაი 2022, 01:39

    იმედია მართლა მოვიგებთ, ისე საინტერესოა ჩავი რომ ზაფხულში მოსულიყო ახლა სად ვიქნებოდით? პრესეზონოც გავლილი, უაზრო ტრანსფერების გარეშე და ბევრად დიდი დრო იქნებოდა გუნდის დასალაგებლად, შეიძლება არც ჩავრჩენილიყავით ან ლა ლიგის მოგებაზე გაგვეწია