ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი პაბლო ტორე რომ “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება, ეს დიდი ხანია, გადაწყვეტილია.
19 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის მიზანს უკვე მიაღწია და “რასინგს” ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. ახლა კი მას უკვე შეუძლია, მომდევნო სეზონზე და “ბარსელონაზე” იფიქროს.
პაბლო ტორე “ბარსას” ფეხბურთელი 1 ივლისს გახდება, მალევე კი კატალონიურ კლუბთან ერთად წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ გადაწყვეტს ჩავი, თუ როგორ გაგრძელდება ტორეს კარიერა. Sport-ის აზრით ვარიანტი 3 არსებობს.
პირველი გუნდი
არაა გამორიცხული, რომ პაბლო ტორე თავიდანვე “ბარსას” პირველი გუნდის წევრად იქცეს. ამისთვის საჭიროა, რომ მან ჩავი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს. რა თქმა უნდა, “ბარსას” ნახევარდაცვაში არსებული კონკურენციის დაძლევა მარტივი არ იქნება, მაგრამ ასე ამბობდნენ პედრისა და გავის შემთხვევაშიც.
მომდევნო სეზონში “ბარსელონას” ნახევარდაცვაში პედრი, ბუსკეტსი, გავი, ნიკო, სერჟი რობერტო, ფრანკ კესიე და სავარაუდოდ ფრენკი დე იონგი იქნებიან.
ბარსა ბ და პირველი გუნდი
თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო, რომ პაბლო ტორეს თამაში “ბარსა ბ-ში” უნდა დაეწყო, მაგრამ ტრანსფერის გაოფიციალურებიდან მალევე სარეზერვო გუნდის დამრიგებელმა, სერჟი ბარჟუანმა დაადასტურა, რომ ეს ფეხბურთელი კლუბმა პირველი გუნდისთვის შეიძინა.
“ბარსელონაში” არის ხალხი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ტორე “ბარსა ბ-ში” არასდროს ითამაშებს, როგორც ეს პედრის შემთხვევაში მოხდა.
თუმცა მაინც განიხილება ვარიანტი, რომ ფეხბურთელმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშოს, თამაშით კი “ბარსა ბ-ში” ითამაშოს. ასე ის შემდეგი სეზონისთვის პირველ გუნდში სათამაშოდ უკეთ მოემზადება.
“რასინგში” განათხოვრება
მესამე ვარიანტად კი კატალონიელი ჟურნალისტები ტორეს ერთი წლით “რასინგში” დატოვებას განიხილავენ. პაბლო ტორე სანტანდერელთა გმირია, რომელიც გუნდს ზედა დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. გარდა ამისა ამავე გუნდში თამაშობდა პაბლოს მამაც. 19 წლის ფეხბურთელს “რასინგის” მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და არაა გამორიცხული, “ბარსამ” მისი ამ გუნდში ერთ წლით დატოვების ვარიანტი განიხილოს.
ამ ვარიანტის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ “რასინგის” მსგავსად სეგუნდა დივიზიონში “ბარსა ბ-ც” დაწინაურდება. თუ ორივე ეს გუნდი ერთ ლიგაში ითამაშებს, ლოგიკური იქნება, თუ “ბარსა” პაბლო ტორესთვის საკუთარ სარეზერვო გუნდს აირჩევს.
ხოდა უნდა გაუშვან პუჩი და ეს ათამაშონ პირველ გუნდში.
ძალიან კარგი ბიჭია ეს პირველი გუნდი თუ გაქაჩა ძალიან ხოშიანი შემტევი ნახევარმცველი გვეყოლება
მახსოვს ესეთი სტატია პედრიზე! იმედია ტორე არა ნაკლები იქნება! ვისკა ბარსა!
La Pulga10,
თავის დროზე სკამის ფეხბურთელებში რამდენი დახარჯა ბარსამ. აი დინი, მატიე, ვერმალენი, გომეში, დენისი, ალკასერი როცა იყიდეს. ამათ ყიდვას ყველასას ბარსა ბ-ს მოთამაშეებისთვის რომ მიეცათ შანსი ბევრად უკეთესი იქნებოდა. თან მაშინ ბარსა ბ სეგუნდაში იყო.
პირველ გუნდშიც გაქაჩავს
აი ჟუტგლა ძაან ცოდოა მესამე დივიზიონისთვის, ეზალზულიც. ბლანკოც მაგარი ბიჭიაო და იმედია პირველ გუნდშიც მიეცემათ შანსები
ვარიანტი არაა მაგათ შანსი მიეცეთ.დონე ფეხბურთელები უნდა მოიყვანონ და პოზიციები გააძლიერონ.აკადემიის ხალხი ბლომად გვყავს ისედაც.ფატი,გავი,პედრი,ნიკო,არაუხო,გარსია.
განათხოვრება არა ის, შემტევი სტილის ნახევარმცველი არარი გუნდში ერთი პუჩია და იმასაც წამს არ აძლევენ. თამაში რო არ წავა დაგეგმილად და მოსაგებია მარტო შემტევებს რო ცვლის, ნახევარდაცვიდანაც რო წაამატო კრეატიული კაცი ნაჯახი გავის მაგივრად ხო შეიძლება მარა არ აკეთებს ხავი
Dimitri359,
აი ჟუტგლა ძაან ცოდოა მესამე დივიზიონისთვის, ეზალზულიც. ბლანკოც მაგარი ბიჭიაო და იმედია პირველ გუნდშიც მიეცემათ შანსები
ბარსა ბ სეგუნდაში თუ გადავა ძალიან მაგარი იქნება. ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს მიეცემა შანსი უფრო მაღალ დონეზე