workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა “ახალი პუიოლის” დამატებასთან ახლოსაა

ბარსელონა “ახალი პუიოლის” დამატებასთან ახლოსაა

“ბარსელონა” ახალ პუიოლად მონათლული ახალგაზრდა მცველის, არნაუ მარტინესის დამატებასთან ახლოსაა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Area Tecnica ავრცელებს.

არნაუ მარტინესი 19 წლის კატალონიელი ცენტრალური მცველია, რომელიც ესპანეთის მე-2 დივიზიონში მოთამაშე “ჟირონაში” გამოდის. წყაროს ცნობით “ბარსელონასა” და ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს. “ბარსა” გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, რომელიც ახლა 5 მილიონი ევროა, მაგრამ თუ “ჟირონა” პრიმერა დივიზიონში გადმოვა, 10 მილიონი გახდება. “ბლაუგრანა” აპირებს, რომ ყიდვის შემდეგ მარტინესი “ჟირონაში” 2 წლით გაანათხოვროს.

რა ვიცით არნაუ მარტინესის შესახებ? მას კარლეს პუიოლს ადარებენ. პუიოლის მსგავსად ცენტრალური მცველისთვის საჭირო სიმაღლით არც ის გამოირჩევა, ისიც დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. თუმცა მეტსახელი “ახალი პუიოლი” მას სხვა რამის გამო შეარქვეს. ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს მან კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ გოლი თავით გაიტანა, რა დროსაც ჟურნალისტმა ჟოზეპ კაპდევილიამ მარტინესი სწორედ ასე მოიხსენია.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველია, არნაუ მარტინესი საგოლე გადაცემების სიხშირით გამოირჩევა. სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მის აქტივში უკვე 6 შედეგიანი პასია.

შეტევის გარდა არნაუ, რა თქმა უნდა, გამოირჩევა დაცვაში თამაშით. მიმდინარე სეზონში მის აქტივში უკვე 48 შედეგიანი ვარდნაა, რაც ტურნირის საუკეთესო ხუთ შედეგში შედის.

საინტერესოა, რომ არნაუ მარტინესი “ბარსას” სკოლის აღზრდილია. 2010-2016 წლებში ის “ბლაუგრანას” აკადემიაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “ოსპიტალეტის” სკოლაში გადავიდა. ახლა კი კლუბს მასში 5 ან 10 მილიონის გადახდა მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2022, 21:57
    #11

    წარმატებები. ესაა ის მცველს ყიდულობენო სტატია რომ იდო?

  • nika 54
    schedule 29 აპრ 2022, 12:39
    #10

    ეს ორი წლით განათხოვრება რა ამბავია, ორი წლის შემდეგ სად ვიქნებით და რა იქნება ეხლავე განსაზღვრეს ამათ?

  • MisterD
    schedule 29 აპრ 2022, 11:22
    #9

    მაგ ზედმეტსახელის გამო ვერ გახდება ვერასდროს ახალი პუიოლი

  • Davita
    schedule 29 აპრ 2022, 10:22
    #8

    ახალი პუიოლი არა ახალი ნესტა , რა უციან ეს უაზრო შედარებები, რადროს ამია პუიოლობაა ჯერ, ღმერთმაქნას პუიოლზე მაგარი გამოვიდეს მარა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი,ტორესი ხო გვყავს ახალი სუარესი 😁

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 აპრ 2022, 08:04
    #7

    ეს ჯუჯა ცებტრალური მცველები რა აიჩემეს😔

  • Albicelecte
    schedule 29 აპრ 2022, 02:19
    #6

    19 წლისაა, ფულბექია და ცენტრშიც თამაშობს, 1.82 სიმაღლით და დესტის მაგივრად მოყვანა იქნება ჭკვიანური;
    კატალონიელია და თან როგორც ჩანს, აქვს პოტენციალი

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2022, 01:29
    #5

    ციტატა: ROUCH
    კაი კაცო რას ამობთ კუთხურიდან ერთი პუიოლსა აქ თავით გატანილი და მეორე მაგას გაუტანია მოსაყვანია უეჭველი ეგ რა უქნია. ლოგოსაც ხო არ აკოცა აღნიშვნისას მეტი საერთო რო ქონდეთ


    ლოგოს არა, კაპიტნის სამკლაურს.

  • JasoN
    schedule 29 აპრ 2022, 00:00
    #4

    ციტატა: totti10

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: totti10
    ახალი პუიოლი ახალი მესი ახალი ხავი ახალი ინიესტა და საბოლოოდ შერჩებათ ვიღაც მორიგი ქინძი :დ :დ


    ახალი კარტოფილი და ტყემალი და კაკრას ქინძი უხდება ძაან

    მაგ უაზრო სახელების დაქმევით ბევრჯერ დაიმტვრია კისერი, ერთი არტურო მელო იყო ახალი ხავი, მეორე ეს იქნება ახლაი პუიოლი და მესამე ფატია ახალი მესი :დ მასე რომეძახიან მერე მიტომ ენძრევათ :დ ახალ კარტოფილს ქინძი არა მეგობარო კამა უხდება ისე რომ იცოდე :დ


    🤣🤣🤣🤣 კი ნამდვილად უხდება

  • ROUCH
    schedule 28 აპრ 2022, 23:29
    #3

    კაი კაცო რას ამობთ კუთხურიდან ერთი პუიოლსა აქ თავით გატანილი და მეორე მაგას გაუტანია მოსაყვანია უეჭველი ეგ რა უქნია. ლოგოსაც ხო არ აკოცა აღნიშვნისას მეტი საერთო რო ქონდეთ

  • Joakim Brodén
    schedule 28 აპრ 2022, 22:50
    #2

    ციტატა: totti10
    ახალი პუიოლი ახალი მესი ახალი ხავი ახალი ინიესტა და საბოლოოდ შერჩებათ ვიღაც მორიგი ქინძი :დ :დ


    ახალი კარტოფილი და ტყემალი და კაკრას ქინძი უხდება ძაან

  • ani-messi-goat
    schedule 28 აპრ 2022, 21:18
    #1

    ჯობია მსგავსი სათაურები აღარ დააწეროთ :დ