მიმდინარე კვირას “უეფამ” ელიტარული კლუბების მწვრთნელების ფორუმი მოაწყო. აღნიშნულ ფორუმს დაესწრნენ პეპ გვარდიოლა, სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი და სხვები.
Diario Sport-ის ინფორმაციით ნიონში შეკრებილი მწვრთნელები ხოტბას ასხამდნენ “ბარსელონას”. “პორტოს” მწვრთნელმა, ვიქტორ პერეირამ განაცხადა: “სასწაულია, თუ როგორ შეუძლია “ბარსას” მწვრთნელის იდეები და ტაქტიკური ჩანაფიქრების განხორციელება. მათი ფეხბურთი ხალხის აღმაფრენას იწვევს. მათი ყურება სასიამოვნოა, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან სარისკო.” პერეირამ იქვე დაამატა: ““ბარსა” არის ნიმუში, ყოველ შემთხვევაში თეორიული თვალსაზრისით მაინც. ამისთვის რამდენიმე ფაქტორია საჭირო: მუშაობა, დრო და ფეხბურთელების დონე. ვისურვებდი, რომ სხვა გუნდებმაც შეძლონ ასე თამაში.”
უნაი ემერიმ (“ვალენსიას” მწვრთნელი) განაცხადა: ““ბარსა” ისტორიას ქმნის.” ემერიმ აღნიშნა, რომ პეპის მუშაობა მნიშვნელოვანია როგორც გუნდისთვის, ასევე საზოგადოდ. ““ბარსა” აღწევს ისეთ დონეს, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ და რომლის გაუმჯობესებაც რთული იქნება.”
რალფ რანგნიხი, “შალკე 04-ის” მწვრთნელი დაეთანმხა მოსაზრებას, რომ “”ბარსა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში.” რანგნიხმა განაცხადა: “საქმე იმაში არაა, რომ მათ ყავთ მესი. ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ. ეს მათი დონის მიმანიშნებელია, თუმცა არ ხდება მათი აღიარება. სწორედ აქ (დაცვაში) ქმნის “ბარსა” განსხვავებებს.”
El Mundo Deportivo არსენ ვენგერის აზრს გადმოგვცემს. ვენგერი მიიჩნევს, რომ “ბარსას” წარმატება “მათ ფილოსოფიაშია. ყველა ფეხბურთესა და მწვრთნელს ერთნაირი სათამაშო სტილი აქვთ და ფეხბურთელები ძალიან მაღალკვალიფიცირებულები არიან იმისთვის, რომ ითამაშონ ზუსტად ისე, როგორც მათ მწვრთნელს სურს. სწორედ ამიტომაა “ბარსასთვის” მიბაძვა უსაფუძვლო.”
“ბარსას” თამაში ევროპის საუკეთესო მწვრთნელების მიერ იქნა გაანალიზებული. ყველა მათგანმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა პეპ გვარდიოლას მუშაობისადმი.