”ბარსას” ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი საუბრობს იმაზე, რომ მას კონტრაქტი კლუბთან მალე ეწურება და ხელმძღვანელობა ამაზე არც ფიქრობს. მას კონტრაქტი ”ბარსასთან” 2012 წლის დეკემბერს (31) ეწურება. იგი თვლის, რომ ”ბარსას” ახლა ეკონომიურად ძალიან უჭირს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს მისი კლუბიდან წასვლის მთავარი მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. ის კიდევ ელის პასუხს ხელმძღვანელებისგან. ყველაფერი მაინც, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გაირკვეს. აბის აგენტმა მათ კონტრაქტის გახანგძლივება 2014 წლამდე შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პასუხად მათ 2013 წელი მიიღეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ აბის შესანარჩუნებლად. სულ მალე მიუჯდებიან მოლაპარაკებების მაგიდას და იქ გააკვევენ ყველაფერს. იმედია შეთანხმებას მალევე მიაღწევენ. შეგახსენებთ, რომ აბი უკვე 3 წელისა ”ბარსაშია” და მისი გამოსასყიდი თანხა 90 მილიონ ევროს შეადგენს.
ამავე დროს, აბისთან ერთად, პეპ გვარდიოლასაც ეწურება ”ბარსასთან” კონტრაქტი(ივნისში). ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება.


