workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა აინტრხტთან მომხდარ ინციდენტზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

ლაპორტა აინტრხტთან მომხდარ ინციდენტზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

ხვალ, თბილისის დროით, 15:00 საათზე “ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ბილეთების გაყიდვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც “აინტრახტთან” მატჩში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგებს წარადგენს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბი ადასტურებს.

ლაპორტა ამ დღეების განმავლობაში მოპოვებულ ყველა ინფორმაციას გაგვაცნობს. როგორც Sport-მა გაარკვია, დაახლოებით 1000 ბილეთი “ბარსელონას” წევრებმა, ანუ “სოსიოებმა” სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით “აინტრახტის” ფანებს მიჰყიდეს.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე “ბარსას” პრეზიდენტი გამოაცხადებს იმ ზომების შესახებ, რომელსაც კლუბი მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მიიღებს. ლაპორტამ ერთ-ერთ ზომას უკვე მიმართა და ამიერიდან ევროტურნირების მატჩებზე დასწრება მხოლოდ სახელობითი ბილეთებით იქნება შესაძლებელი. 

ცნობისთვის, 14 აპრილს “ბარსელონასა” და “ფრანკფურტს” შორის გამართულ შეხვედრაში ფრანკფურტული კლუბის ქომაგთათვის მხოლოდ 5000 ბილეთი იყო გამოყოფილი, “კამპ ნოუზე” კი გერმანელთა მინიმუმ 20 ათასი გულშემატკივარი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია. ამის გამო, “ბარსას” UEFA-სგან სანქცია ემუქრება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 18 აპრ 2022, 21:53

    1000 ბილეთი? დანარჩენი 19000 სად წავიდა? დავიჯერო ვერ მიაგნებენ. ლაპომ ხო არ შეაჭრა კუდები მაგ კვალს.

  • Albicelecte
    schedule 18 აპრ 2022, 19:50

    ვისაც "რიჟა ბაზარის" დეფინიცია აინტერესებს, აი ეს არის, რასაც ლაპო აკეთებს scream

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 18 აპრ 2022, 19:13

    აი ისე შენ რა გითხარი რაც არ იცოდი რა ხდებოდა ბილეთებთან დაკავშირებით და ვინ დამარწმუნებს რომ გარეული არ ხარ მაგ ამბავში,აშენების ნაცვლად ანგრევ კლუბს და ვატყობ მოგიწევს მალე სახლში წასვლა.

  • Barca1980
    schedule 18 აპრ 2022, 18:53

    ლაპო რაღაცას ურევ და გამოჩნდება ადრე თუ გვიან ეგ ყველაფერი . 1000 სა და 20 000 ბილეთს შორის სხვაობას შენ თუ ვერ ან არ ხედავ , ჩვენ ვხედავთ . აქ მარტო მაგაში არ არის საქმე და მგონია რომ საქმე ასეა : შენ მოლაპარაკებებს მართავდი აინტრახტთან ბილეთების მიცემას თან დაკავშირებით , სავარაუდოდ ეგ კლუბის წევრებმაც გაიგეს და ვისაც ფული უფრო უყვარს ვიდრე კლუბი , ბართუშას ჩანერგილი ხალხი , რომელიც არჩევნებისთვის სჭირდებოდა ალბათ , იმათაც იშოვეს ფული . შენ უბრალოდ დარწმუნებული იყავი მოგებაში ან ტოტალიზატორითაც იმაზე მეტი მოქაფე , ვიდრე ტურნირის მოგებით შეგხვდებოდა .

  • Chico
    schedule 18 აპრ 2022, 17:53

    სულ მთლად აშენებულა კლუბის საქმე, თუ სოსიოები უკვე კლუბის ინტერესებს ყიდიან.
    მგრამ არ არის ეს ასე.
    დაასახელონ კონკრეტულად სახელი და გვარი, რომ ყველამ იცოდეს ვინ არის ვირთხა და ვინ გველი.
    ერთი ძალიან მაინტერესებს რას იტყვის პრესკონფერენციაზე. იბოდიალებს როგორც ყოველთვის არაფერზე.
    ძალიან მინდა რომ მქონდეს აკრედიტაციის საშუალება ამ პრეაკონფერენციაზე. მაგრად მივაწვებოდი და ვეცდებოდი კონკრეტული სახელებით ელაპარაკა.
    ძალიან იმედი მაქვს რომ ვინმე ამას გააკეთებს.
    ყველა ფეხის ნაბიჯზე ტყუის ეს თავისი ცოდვით სავსე ნაგვის ტომარა……

  • xavi73
    schedule 18 აპრ 2022, 17:24

    შე აფერისტო.დ ვითომ თვითონ არ აიღო ფული.დ ეს მაინც არ ამართლებს ბარსას წაგებას მარა ეს რო ფულისტი და მავნებელი კაცია მაგიტომ გაუშვეს გუნდიდან თავის დროზე.

  • shu1987
    schedule 18 აპრ 2022, 17:03

    ლაპორტამ ფაქტია ძაან ბევრ სიტუაციაში ჩაიჯვა, ყველაფრის გაპრავებას უაზრობებით ან კლუბის ვალებით ცდილობს. მაგარი აფერიატი და მაფიოზია ტიპი. რაცარუნდა თქვა მე არ მჯერა.

  • ROUCH
    schedule 18 აპრ 2022, 17:00

    ამ ჩამოღაღვამ კიდე გაამარტივა გაწევრიანება ესპანეთში ჩასვლაც აღარ უნდა. ისე გახდები სოსიო თუ რა ჩემი ფეხებიც ქვია. რო დაუფიქრდე ვინმე კლუბისთვის ცუდის მსურველმა რამდენიმე მილიონი რო გაისროლოს და გადაავსოს გუნდი მაგ სასტავით მერე არვევნებსაც ხო მოიგებს. ეს თავცარიელი კაცი მარტო ფულზე ფიქრობს მაგ რისკებს არ ითვალისწინებს