მადრიდული გამოცემა Marca “ბარსელონას” სატრანსფერო საკითხებზე ცნობებს ავრცელებს.
🇳🇴 | ერლინგ ჰოლანდს “ბარსაში” თამაშის პერსპექტივა ხიბლავს, თუმცა, კატალონიელებს, ფინანსური კუთხით, “მანჩესტერ სიტისა” და “რეალისთვის” კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” CVC-სთან შეთანხმებასა და სახელფასო ჭერის შემცირებაზე კვლავ მუშაობენ. ამ მომენტისთვის, ნორვეგიელის ტრანსფერი რთული ჩანს.
🇵🇱 | “ბლაუგრანას” რობერტ ლევანდოვსკი მოსწონს. ჟოან ლაპორტასა და პინი ზაჰავის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ “ბარსას” ჯერ არ გადაუწყვიტავს, ვეტერან მოთამაშეში დიდი თანხა გადაიხადოს თუ არა და არც ის, მოკლევადიან გამოსავალზე ფიქრი რამდენად სწორია.
“ბაიერნს” პოლონელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.
🇵🇹 | რაფაელ ლეაუ ლაპორტას ფავორიტია, თუმცა, “მილანს” მისი გაშვება არ სურს და ფეხბურთელი იტალიურ კლუბში დარჩენასთან ახლოსაა.
🇺🇾 | “ბარსელონა” დარვინ ნუნიესს აკვირდება, მაგრამ, ის ძალიან ძვირი ღირს – “ბენფიკა” 75-დან 100 მილიონამდე მოითხოვს.
🇧🇷 | იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდი “მანჩესტერ სიტიში” გადავა, შესაძლოა, გაბრიელ ჟეზუსმა კლუბი შეიცვალოს.
ლევანდოვსკი არა, ჰოლანდი არა, არ გვინდა არც ერთი
ახლა ნუნიეზისთვის გაიმეტეთ როგორმე 100 მილიონამდე. ეგრე ჰალანდი სამჯერ ძვირი ჯდება ყველაფრიანად და რავი :დდდ მოიჭირეთ ცოტა ქამრები წელზე.
გავარტყი სუყველას. ნუნიესი უმაგრესი ბიჭია. და რაც ჰოლანდს, მამამისს და მის აგენტს უნდა ვუხადოთ ჯობია რომ დავითრიოთ ეგ ბიჭი. სუამ წასვლამდე თქვა იყიდეთ ეგო.
ლეაუმ გუშინაც გაიტანა. გენუასთან.